სათაურებიხუტბა

შუამავლის ვედრება

ძვირფასო მუსლიმებო!

ამქვეყნიურ ცხოვრებაში გვექნება დღეები, როდესაც ღვთიური წყალობა მოგვეცემა და მადლიერნი ვიქნებით. ასევე მოგვეცემა სირთულეები და მოთმინებას გამოვიჩენთ. გვექნება წარმატებები და ბედნიერი დღეებიც და ასევე გვექნება უბედურება და გაჭირვებაც. ჩვენ, როგორც მორწმუნეებს გვაქვს წყალობა, რომელიც ყველა სიტუაციაში ჩვენს რწმენასა და მოთმინებას აძლერებს. ეს წყალობა არის ვედრება.

ვედრება ჩვენი გულწრფელი თხოვნაა, რომელსაც ღვთის მიმართ აღვავლენთ. ვედრებით ჩვენ ვაღიარებთ, რომ მისი ყოვლისშემძლეობის წინაშე უკიდურესად უმწეონი ვართ. ვედრება არის ჩვენი მცდელობა მივეკედლოთ მის ყოვლადძლიერებას. ვედრებით ჩვენ გამოვხატავთ, რომ მისი უმწეო მონები ვართ და მხოლოდ მას ვთხოვთ მფარველობას.

ძვირფასო მორწმუნენო!

ხუტბას დასაწყისში ჩემს მიერ წაკითხულ აიათში ღმერთი ბრძანებს:

თუ შეგეკითხებიან შენ (მუჰამმედ) ჩემი სახურნი ჩემს შესახებ, უეჭველად, მე ახლოს ვარ, შევისმენ მლოცველის ვედრებას, როცა ის შემევედრება. მაშ, შეისმინონ ჩემი და ირწმუნონ მე, ეგებ სწორი გზით წავიდნენ! (ბაყარა 2/186)

 

ღმერთის ერთ-ერთი სახელი „ელ მუჯიბ“-ია. ეს ნიშნავს, რომ ის ვედრების მიმღები და აღმსრულებელია. ის ჩვენთან ჩვენზე უფრო ახლოსაა და ჩვენი ყველა სურვილი და ვედრება იცის.

 

ძვირფასო მუსლიმებო!

 

შუამავალი თავის ყველა ქცევაში ღვთისადმი სიყვარულსა და ერთგულებას გამოხატავდა. ის ყოველთვის ღმერთს ევედრებოდა; დღისით, ღამით, ხალხმრავლობაში, მარტოობაში, სიხარულის განცდისას, დარდიანობისას, საიქიოზე ფიქრისას, შინ, გარეთ, მგზავრობაში, მოკლედ ყველგან და ყოველთვის. ასევე მან გვასწავლა თუ როგორ უნდა შევვედრებოდით.

 

როდესაც თენდებოდა და დღე იწყებოდა, შუამავალი ღმერთს ასე ევედრებოდა:

ღმერთო! შენი ნებით გაგვითენდა. შენი ნებითვე გვიღამდება. შენი ნებით ვცოცხლობთ და შენი ნებითვე ვკვდებით. დაბრუნება უკანასკნელი, მხოლოდ შენთანაა. (იხ. თირმიზი, დეავათ 13)

 

დღის განმავლობაში შუამავლის ყოველი ქცევა და ყოველი საქმე ღვთის კმაყოფილების მოპოვებას ემსახურებოდა. მისი ვედრება ასეთ იყო: ღმერთო! მიწყალობე უკეთესი და ჩემთვის საუკეთესო შეარჩიე. (თირმიზი, დეავათ 85).

 

 

ღმერთო! ამქვეყნად სიკეთე გვიწყალობე. საიქიოშიც სიკეთე გვიწყალობე. დაგვიფარე ჯოჯოხეთის წამებისგან. (იხ. ებუ დავუდ, ვითრ 26).

 

ბოლოს დღე სრულდება და ღამდება, შუამავალი ღამეს შემდეგი ვედრებით ხვდებოდა:

გამჩენო! გევედრები, ამაღამ რაც იყო და შემდგომში რაც იქნება, ყველაფერი სიკეთიანი იყოს. ღმერთო დამიფარე იმ ზიანისგან, რაც ამაღამ ან შემდგომში შეიძლება მოხდეს. (იხ. მუსლიმ, ზიქირ 75).

 

შუამავალი ძილის წინ შემდეგ ვედრებას აღავლენდა: რამდენი ვინმეა, რომელსაც თავშესაფარი და მზრუნველი არ გააჩნია. დიდება ალლაჰს, რომელიც გვაძლევს სარჩოს, სასმელს, აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნილებებს და გვაძლევს თავშესაფარს. (იხ. თირმიზი, დეავათ 16).

 

 

ძვირფასო მორწმუნენო!

 

ვედრება ღვთის მონის მიერ გამჩენის მიმართ გამოხატული გულწრფელი სურვილია, რომლის საშუალებითაც ადამიანი ღმერთისგან შვებას, შენდობას, უბედურებისგან დაცვას და ყოველგვარი სიკეთის ასრულებას ითხოვს. შუამავალი ღმერთს ევედრებოდა:

ღმერთო! დამიფარე უმწეობისგან, სიზარმაცისგან, სიძუნწისგან, სიმხდალისგან, მოხუცებულობისა და საფლავის ტანჯვისგან. ღმერთო! მოჰმადლე ჩემს გულს გულწრფელი მორწმუნოება და განმიწმინდე ის. მხოლოდ შენ ხარ განმწმენდელი. მხოლოდ შენ ხარ მეგობარი და მფარველი. ღმერთო! უგრძნობი გულის, უძღები სულის, უსარგებლო ცოდნისა და მიუღებელი ვედრებისგან დამიფარე! (იხ. მუსლიმ, ზიქირ 73; ნესაი, ისთიაზე 13).

 

ძვირფასო მუსლიმებო!

 

მორწმუნე ადამიანმა არასოდეს უნდა იფიქროს, რომ მისი ვედრება არ მიიღება. ჰადისის მიხედვით შუამავალი ბრძანებს:

თუ რომელიმე თქვენგანი სულსწრაფობას არ გამოიჩენს და არ იტყვის, რომ ღმერთმა მისი ვედრება არ მიიღო, მისი ვედრება პასუხს ჰპოვებს. (იხ. ებუ დავუდ, ვითრ 23).

 

ზოგჯერ ღმერთი ჩვენი ვედრების პასუხად მრავალი წყალობით გვაჯილდოვებს. ზოგჯერაც თავს დატეხილ უბედურებას გვარიდებს. ზოგჯერ ცოდვებს მოგვიტევებს. ზოგჯერ კი რასაც ვთხოვთ იმაზე უკეთესს გვწალობს.

 

ამრიგად, ჩვენ გულწრფელად უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენი ვედრება აუცილებლად ჰპოვებს პასუხს. ვედრებას მოაქვს სიმშვიდე, ბარაქა და დაცულობის შეგრძნება. ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ საკუთარი თავის გარდა სხვებიც შევავედროთ ღმერთს. ჩვენ უნდა შევევედროთ ჩვენი ოჯახის, ახლობლების, მორწმუნე ძმების, მშობლების, ავადმყოფების, ჩაგრულების, მოხუცების და სხვების გამო.

 

ბოლოს შუამავლის კიდევ ერთ ვედრებას შემოგთავაზებთ:

 

 

 

ღმერთო! გედარჩენას, გულწრფელ მორწმუნოებას, სიჯანსაღესა და სულიერ სიმდიდრეს გევედრები! (იხ. მუსლიმ, ზიქირ 72).

Comment here