ამბებისათაურები

ქუვეითის პარლამენტის თავმჯდომარისგან მნიშვნელოვანი ქმედება.

ქუვეითის პარლამენტის თავმჯდომარემ მერზუკ ალი ელ განიმმა თქვა, რომ აშშ-ს მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა მკვდრადშობილია და გეგმის ჩამონათვალი ნაგავში ჩაყარა.

არაბთა საპარლამენტო გაერთიანებისა და ურდუს პარლამენტის თავმჯდომარე ატიფ ეთ თარავინი აღნიშნავს: „პალესტინელი ძმების სამართლიანი ბრძოლის მხარდაჭერა და დახმარების გაწევა არაბების და მუსლიმების ვალია“. აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით გამართული კონფერენციის დასკვნით სიტყვაში გამოიკვეთა მოწოდება, რომელიც პალესტინის პრობლემის არასამართლიანი გზებით გადაჭრის მცდელობის უარყოფას გულისხმობდა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ბატონი განიმი. მან აღნიშნა: „ ეს ვითომდა სამშვიდობო გეგმა მკვდრადშობილია. ათასი მთავრობაც რომ მოვიდეს ამაზე არ ისაუბრებს. ნამდვილი სამშვიდობო გეგმა ვისაც სურს, უნდა იზრუნონ ისეთ გარემოს შექმნაზე, რომელიც პალესტინის მიწაზე პალესტინის სახელმწიფოს შექმნას უზრუნველყოფს.

განიმმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული სამშვიდობო გეგმა, რომელსაც საუკუნის შეთანხმებას უწოდებენ და რომელიც არაბებისა და მუსლიმი ხალხის სახელითაა შედგენილი, ისტორიული ნაგავია. მან დემონსტრაციულად აღნიშნული გეგმა სანაგვე ყუთში მოისროლა. განიმის ეს ქმედება იქ მყოფმა არაბული ქვეყნების დელეგაციის წევრებმა მოიწონეს და ტაშით დააჯილდოვეს.

 განიმმა ასევე განაცხადა: „აღნიშნული გეგმის არარეალურობა და პრაქტიკასთან შეუსაბამობა ევროპელებმაც იცოდნენ, ამიტომ დიდი მონდომებით არც ისინი გამოირჩეოდნენ. ამ კომიკური და არარეალური გეგმის მომხრე თითქმის არავინაა. პალესტინა და იერუსალიმი ადრე თუ გვიან თავის პატრონს დაუბრუნდება“- დასძინა მან.

ტუნისის პარლამენტის თავმჯდომარემ და „მოძრაობა „ნაჰდას“ ლიდერმა რაშიდ ელ განუსმა წამოაყენა წინადადება, რომ არაბთა საპარლამენტო გაერთიანების სახელით რეგიონისა და საერთაშორისო პარლამენტებისთვის გაეგზავნათ წერილი, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ ისინი ამ გეგმის წინააღმდეგი არიან.

განუსმა კონფერენციაში მონაწილე პარლამენტარებს მოუწოდა,რომ აღნიშნული გეგმის წინააღმდეგ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაედგათ. საუკუნის შეთანხმება საერთაშორისო კანონმდებლობასთან შეუსაბამო და პალესტინელი ხალხის უფლებებისთვის საფრთხის შემცველი ეს გეგმა კი არ არის. იერუსალიმი ვაჭრობის საგანი კი არა, მუსლიმი „უმმაჰის“ უკვდავი იდეოლოგიის ნაწილია.

  პაესტინის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა სელიმ ეზ ზენუნმა არაბულ ქვეყნებს მიმართა და მოუწოდა, რომ პალესტინელი ხალხის უფლებების დასაცავად უფრო ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი და მათ დასახმარებლად მატერიალური და პოლიტიკური მხარდაჭერა აუცილებელია. ზანუნმა ისიც აღნიშნა, რომ აღნიშნული გეგმა, არა მარტო პალესტინის, არამედ მთელი არაბი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული.

1 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე არაბთა გაერიანებამ  აშშ-ს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმა სრულიად უარყო და მისი ნებისმიერი ფორმით განხილვაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

Comment here