სათაურებიხუტბა

უსარგებლო საქმეებზე თავის დანებება კარგი მსახურების ნიშანია

ძვირფასო მუსლიმებო!
აღნიშნულ აიათში უზენაესი ბრძანებს:

და როს გაიგონებენ ფუჭსიტყვაობას, ზურგს აქცევენ და ამბობენ: „ჩვენ –  ჩვენი საქმეებით, თქვენთქვენით. მშვიდობა თქვენდა! ჩვენ არაფერი გვესაქმება უმეცრებთან!“(ყასასი 28/55)
რაც შეეხება ჰადისს, შუამავალი ბრძანებს:
„უსარგებლო საქმეზე თავის დანებება ნიშნავს, რომ ადამიანი კარგი მუსლიმია“. (იხ. თირმიზი, „ზუჰდ“ 11; მუვათთა, „ჰუსნულ ჰულქ“ 1)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნოება ისლამი ყოველთვის მოგვიწოდებს, რომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში სასარგებლო, შინაარსიან და სასიკეთო საქმიანობით დავკავდეთ. ისლამი მოგვიწოდებს, რომ ვთქვათ მხოლოდ სიმართლე და მივყვეთ მხოლოდ სიმართლეს. ისლამი გვიკრძალავს ისეთი საქმეების კეთებას, რომლებიც არც ამქვეყნად და არც საიქიოში რაიმე სარგებელი არ მოაქვთ და მხოლოდ და მხოლოდ დროისა და ამაგის ფუჭად ხარჯვას იწვევენ.

ძვირფასო მუსლიმებო!
ყველაფერი, რაც ღმერთმა გვიწყალობა, იმდენად ძვირფასია, რომ მათი ფუჭად გაფლანგვა დაუშვებელია. მუსლიმი, რომელმაც ეს ჭეშმარიტება იცის, უსარგებლო საქმეში დროსა და ენერგიას არ დახარჯავს. მორწმუნე მუსლიმი ასევე ერიდება ფუჭსიტყვაობას. მუსლიმის მიზანი ღვთის კმაყოფილების მოპოვებაა, ამიტომ ის მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო საქმისთვის ირჯება.

ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანში შექებულნი არიან ის მორწმუნენი, რომლებიც ფუჭსიტყვაობას ერიდებიან და ეს მათი მორწმუნოების ნიშანია. (იხ. მუმინუნ 23/3)

გამომდინარე აქედან, როგორც მორწმუნე მუსლიმებმა, ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი სიტყვა, ფიქრი, სინდისი და მორალი სრულყოფილებისკენ წავწიოთ და მუსლიმისთვის შეუსაბამო სიტყვისა და საქმისაგან თავი შევიკავოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მორწმუნეობის ერთ-ერთი საზომი უსარგებლო საქმეებისგან თავის შეკავებაა. ასევე ჩვენ ჩვენივე ნაკლოვანებების გამოსწორებას უნდა ვცდილობდეთ და სხვისი ნაკლის დასანახად დრო არ უნდა გვრჩებოდეს.

Comment here