ამბებისათაურები

სიმართლისათვის ბრძოლა, ერთობა და ერთიანობა

ძვირფასო მუსლიმებო!

წინამდებარე აიათში უზენაესი ბრძანებს:

მორწმუნეებს შორის არიან კაცნი, რომელნიც ალლაჰთან დადებული აღთქმის ერთგულნი დარჩნენ. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც უკვე მოიხადა თავისი მოვალეობა და ისინიც, ვინც ჯერ კიდევ მოელის, მაგრამ არაფრით არღვევენ!“ (აჰზაბ 33/23)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი შემდეგნაირად ბრძანებს:

„ვინც იბრძვის იმისათვის, რომ ღვთის სიტყვა ამაღლდეს და გაბატონდეს, ის ღვთის გზაზეა“

(იხ. ბუჰარი, „თევჰიდ“ 28)

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენ, როგორც ერი, წარსულის მსგავსად დღესაც დიდი განსაცდელის წინაშე ვდგავართ და რთულ გამოცდას გავდივართ. როგორც ჩანაქქალეში და თავისუფლების ბრძოლაში, დღესაც ადამიანობადაკარგულ და ზნედაცემულ ძალებთან გვიწევს დაპირისპირება. მათ სურთ, რომ ისტორიის სცენიდან წაგვშალონ და ასეთ შეუბრალებელ დაპირისპირებაში გვიწვევენ. როგორც წარსულში, დღესაც ქალიან-კაციანად, დიდიან- პატარიანად, ყველანი ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ჩვენი დროშა ძირს არ დაეშვას, ეზნის ხმა არ დაიხშოს და სამშობლო არ განადგურდეს.

ჩვენ ურყევად გვწამს ღმერთი, რომელმაც ესოდენ წარმატება გვარგუნა წილად. ჩვენ უზომოდ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ეზანი, ჩვენი დროშა და თავისუფლება. ჩვენს გულებში შაჰიდობისა და გმირობის სურვილია. ეს ისეთი რწმენა და სამშობლოს სიყვარულია, რომ უზენაესი ამ სიყვარულისათვის ჯილდოს გვპირდება:

„და შენ არავითარ შემთხვევაში მკვდრად არ ჩათვალო ისინი, ვინც დაეცა ალლაჰის გზაზე, არამედ ცოცხალნი არიან, თავიანთ ღმერთთან იღებენ სარჩოს,

ხარობენ იმით, რაც ალაჰმა უბოძა თავისი სიკეთეებიდან, და ხარობენ იმით, ვინც მათ უკანაა და ჯერ არ მისწევიათ, რომ მათ არ მოელით არცა შიში და არცა მწუხარება!“ (ალი იმრან 3/169-170)

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენი ჯარისკაცები ჩაგრულთა ქომაგები და მჩაგვრელთა მოწინააღმდეგენი არიან. ისინი მსოფლიოს სიკეთისთვისა და სტაბილურობისთვის იბრძვიან. ისინი მხარში უდგანან დაჩაგრულ ადამიანებს, რომლებსაც უფლებები წაართვეს.

„და თქვი:მოვიდა ჭეშმარიტება, მოიშთო სიცრუე. უეჭველად, სიცრუე განწირულია მოსაშთობად.“ (ისრა 17/81)

ჩვენი ჯარი აიათის რწმენით ჭეშმარიტებას იცავს და სიცრუეს უპირისპირდება.

„სიმამაცე არ დაკარგოთ და არ დამწუხრდეთ, ხოლო თუ ხართ მორწმუნენი, უეჭველად, აღმატებულნი იქნებით!“ (ალი იმრან 3/139)

 ჩვენი ჯარი აიათის რწმენით გამარჯვებისკენ ილტვის.

„ იბრძოლეთ ხელით, სიტყვით და ქონებით“ (ნესაი, „ჯიჰად“ 48)

ჩვენი ჯარი შუამავლის მოწოდებას მიჰყვება მტერს წინ აღუდგება.

არასოდეს უნდა დავივიწყოთ, რომ თუ ჩვენი საერთო ღირებულებების ირგვლივ გავერთიანდებით ყველა განსაცდელს დავძლევთ და ყველა ბრძოლას მოვიგებთ. თუ ერთიანობას და ძმობას შევინარჩუნებთ ნებისმიერ გამოწვევას გავუძლებთ და ნებისმიერ თავდასხმას მოვიგერიებთ. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მოღალატეთა გეგმები არ განხორციელდება და უზენაესი მათ მიერ დაგებულ მახეში ისევ მათვე გააბამს. როგორც ადრე, ახლაც გაიმარჯვებს სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. ყურანში ნაბრძანებია:

სულ მალე დამარცხდება ეს ჯგუფი და უკუიქცევიან!“ (ყამერ 54/45)

ძვირფასო მუსლიმებო!

მოდით, ამ ძნელბედობის ჟამს ხელები ზეცად აღვაპყროთ და მთელი გულით ღმერთს შევევედროთ.

ეს ქარიშხალივით მქროლავი, გამჩენო,  ჩვენი ჯარია,

შენს გზაზე დაცემულნი, ღმერთო, სწორედ ისინი არიან.

დაე, მუდმივად ამაღლდეს ეზნის ხმით შენი სახელი,

მოგვეც გამარჯვება, რადგან ეს ისლამის უკანასკნელი ჯარია.

ღმერთო! ჩვენს გმირ ჯარისკაცებს მხნეობას, სიმამაცეს და გამარჯვებას ნუ მოაკლებ. ჩვენს სამშობლოს კი წყალობა და ბარაქა არგუნე.

ღმერთო! შეიწყალე ბრძოლაში დაცემულნი.

ღმერთო! ნურავის მისცემ უფლებას ეზნის ხმა ჩაახშოს. ნურავის მისცემ უფლებას ჩვენი სამშობლო დაანაწევროს. ნურავის შეაძლებინებ ჩვენი დროშის ჩამოგდებას. ნუ დაგვაჩოქებ, ღმერთო!

ღმერთო! მოგვეც ერთიანობა და გაგვამთლიანე. მოთმინება და გამძლეობა გვიწყალობე. ტკივილი დაგვიამე და ჩვენი იმედები გამარჯვებით გაგვიმართლე. ამინ!

   

Comment here