სათაურები

სალოცავი და განათლება

ძვირფასო მუსლიმებო!
როდესაც შუამავალი მექადან მედინაში გადასახლდა, პირველად მეჩეთის აგება ბრძანა და ამ მეჩეთთან დაარსა სასწავლებელი, სადაც მუსლიმები სწავლა-განათლებას იღებდნენ.  შუამავალი უდიდეს მასწავლებლად იყო მოვლენილი და მან ამ მეჩეთში ღვთისმსახურება და განათლება ერთ სივრცეში შეკრიბა.  ეს ადგილი მედინას ცენტრი გახდა.  მანამდე კი შუამავალს მოევლინა გზავნილი, სადაც ნაბრძანები იყო შემდეგი:

„იკითხე, შენი ღმერთის სახელით, რომელმაც გააჩინა! lსამყარო
მან გააჩინა ადამიანი შედედებული სისხლისგან! ემბრიონისგან
იკითხე! ღმერთი შენი უსასრულო კეთილშობილების პატრონია,
რომელმაც კალმით (წერა) შეასწავლა!
შეასწავლა ადამიანს ის, რაც მან არ იცოდა!“ (ალაქ 96/1-5)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნოების, ისლამის მიხედვით რწმენა და მორალი, ღვთისმსახურება და ზნეკეთილობა, ცოდნა და სიბრძნე ერთმანეთისგან განუყოფელია. სალოცავი სიცოცხლის ცენტრია, ყოველი დასახლების გულია და ამავდროულად ცოდნისა და აღზრდის ბუდეა. ჩვენ სალოცავში ვიკრიბებით, რათა ერთი ღმერთის რწმენა დავადასტუროთ და ღვთისმსახურება აღვავლინოთ. სალოცავში ყოფნით ასევე ჩვენს ერთობას და ძმობას ვადასტურებთ.  ეზნის გაგონებაზე  ლოცვისკენ მივიჩქარით და გულში რწმენა და იმედი გვემატება. ყველანი ერთი მიმართულებით ვდგებით და ღვთის კმაყოფილების მოპოვების მიზნით სეჯდეზე ვემხობით. ვუსმენთ ხუტბას და ქადაგებას, რომლებიც სიკეთეს, სათნოებას და სიყვარულს გვასწავლიან, ხოლო ბოროტებისგან, უკეთურებისა და ცოდვებისგან შორს დგომისაკენ მოგვიწოდებენ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ყოველ წელს 1-7 ოქტომბერს  სალოცავებისა და რელიგიური მსახურების კვირეული აღინიშნება. წელს ამ კვირეულის თემა სალოცავი და განათლება იქნება. კვირეულის  ფარგლებში ჩვენ ყველანი გავიხსენებთ თუ რა როლი მიუძღვის სალოცავებს განათლების საქმეში. ჩვენ ასევე გავეცნობით იმ ადამიანების ღვაწლს,  რომლებმაც მთელი თავიანთი ცხოვრება სალოცავებში მსახურებას მიუძღვნეს. ასევე წარმოდგენილი იქნება სიმპოზიუმი, რომელიც  ახლადგახსნილ აიასოფიას მეჩეთში გაიმართება.

დიად ღმერთს ვთხოვ,  ეს კვირეული ყველასათვის სიკეთის მომტანი ყოფილიყოს. ხუტბას კი შუამავლის ჰადისით დავასრულებ: „ღვთის წინაშე ყველაზე საყვარელი ადგილები მეჩეთებია“. (იხ. მუსლიმ, „მესაჯიდ“ 288)

Comment here