სათაურებიხუტბა

რწმენის სიტკბოების აღქმა: ღვთისა და შუამავლის სიყვარული

ძვირფასო მუსლიმებო!
ყველაზე გამორჩეული გრძნობა, რაც ღმერთმა სამყაროსა და ჩვენს სულებს უწყალობა, არის სიყვარული. სწორედ სიყვარულია ის უბადლო გრძნობა, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს, გულებს აერთიანებს და სიცოცხლეს აზრს სძენს. როგორც ყურანშია ნაბრძანები, ჭეშმარიტი სიყვარული უზენაესის არსებობის ერთ-ერთი დასტურია. (იხ. სურა რუმი, აიათი 21).

გულწრფელი სიყვარულს ღირსი, უპირველეს ყოვლისა, თავად ღმერთია. მისი ერთ-ერთი თვისება ხომ „ვედუდია“ ანუ სიყვარულის გამჩენი, მოსიყვარულე და სიყვარულის წყარო. მან ასწავლა ადამიანს სიყვარული. მთელი სამყარო მისი სიყვარულითა და წყალობით არსებობს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანში ნაბრძანებია:
„ხოლო რომელთაც იწამეს,  უფრო  ძლიერ  შეყვარებულნი არიან ალლაჰისადმი“. (იხ. სურა ბაყარა, აიათი 165)

დიახ, ყოველი მორწმუნის გულში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ღვთისადმი სიყვარულს უკავია. მორწმუნეს, ყოველგვარი პირობის გარეშე, უსაზღვროდ უყვარს თავისი გამჩენი. მორწმუნე ასევე ცდილობს იყოს ისეთი მსახური, რომელიც ღვთის მიერ სიყვარულს იმსახურებს. მსახური, რომელიც ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულს გრძნობს, ღვთის მიერ გაჩენილი არსებების მიმართაც დიდი სიყვარულითაა განმსჭვალული. გაჩენილების მიმართ სიყვარული, გამჩენის მიმართ სიყვარულითა და პატივისცემითაა განპირობებული.

ძვირფასო მორწმუნეო!
მორწმუნის გული ასევე ღვთის შუამავლის სიყვარულითაა სავსე. მისდამი სიყვარული ღვთის სიყვარულის შედეგია, რადგან ღმერთმა შუამავალი წყალობად და მასწავლებლად მოგვივლინა. ჩვენ კი შუამავლის მიმდევრები ვართ. ყოველმა მორწმუნემ იცის, რომ შუამავალის სიყვარული ასევე გულისხმობს მის მიერ დატოვებული ყურანისა და სუნას ცხოვრების წესად დადგენას. შუამავლის გზით სიარული მისი სიყვარულის გაზიარებასა და მისი ზნეობის გათავისებას გულისხმობს.

ძვირფასო მუსლიმებო!
ღვთისა და შუამავლის სიყვარული რწმენის შედეგია. ეს არის რწმენის სიტკბოების აღქმა.შუამავალი ერთ-ერთი ჰადისის მიხედვით ბრძანებს: „ვისაც ეს სამი თვისება გააჩნია, ის რწმენის სიტკბოებას ჩამწვდარია: ღვთისა და შუამავლის ყველაზე მეტად სიყვარული, ვინც გვიყვარს, იმის მხოლოდ ღვთის გულისათვის სიყვარული და  რწმენისგან განდგომის ისეთი შიში, როგორიც ცეცხლში ჩაგდების შიშია“. (იხ. ბუნარი, „იმან“ 9)

რა ბედნიერია ის, ვისაც გულში ღვთისადმი სიყვარული აქვს! რა ბედნიერია ის, ვისაც შუამავალი უყვარს! რა ბედნიერნი არიან ისინი, ვისაც ამ დიდი სიყვარულის გამო ერთმანეთი უყვართ!

ძვირფასო მორწმუნენო!
ხუტბას ბოლოს კი მინდა ღმერთს შენდობა და წყალობა ვთხოვო იმ დაღუპულთათვის, რომლებიც ტერორისტული თავდასხმის დროს დაიღუპნენ და მათ ოჯახებს მოთმინება და გამძლეობა ვუსურვო. ღმერთმა მთელ დედამიწაზე მშვიდობა და სიყვარული დაასადგუროს!       

Comment here