სათაურებიხუტბა

პასუხისმგებლობის გრძნობით განმსჭვალული მამა

პასუხისმგებლობის გრძნობით განმსჭვალული მამა

 

ძვირფასო მუსლიმებო!

ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი წყალობა, რაც ღმერთმა ადამიანს არგუნა, ოჯახია, რადგან სწორედ ისაა ადამიანის თავშესაფარი, დასაყრდენი და იმედი. ის არის ადგილი, სადაც სიკეთე, სიყვარული და თანაგრძნობა სუფევს და ამასთანავე ოჯახის წევრების თანადგომის გზით პრობლემებზე გამკლავება ხდება. ოჯახი ის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, სადაც ადამიანის სამომავლოდ მომზადება ხდება. ადამიანი პირველ განათლებას სწორედ ოჯახში იღებს. მისი ხასიათი ოჯახურ გარემოში ყალიბდება. ბავშვი მშობლებისგან სწავლობს ისეთ მნიშვნელოვან რაღაცაებს, როგორიცაა სიყვარული, პატივისცემა და წესიერება.

ოჯახში დედასთან ერთად მამასაც მნიშვნელოვანი მოვალოება აკისრია. მამის პასუხიმგებლობა მხოლოდ ოჯახის შემოსავლებზე და ზოგადად მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნვით არ შემოიფარგლება. მისი უპირველესი მოვალეობა ისეთი შთამომავლობის აღზრდაა, რომლებსაც ექნებათ განათლება, ზნეობა და წესიერება და სხვა. ჰადისის მიხედვით შუამავალი ბრძანებს:

„მამა შვილს მორალზე ძვირფას მემკვიდრეობას ვერ დაუტოვებს“. (იხ. თირმიზი, „ბირრ“ 33) 

ძვირფასო მორწმუნენო!

მამობა ნიშნავს მუდმივ მცდელობას და ზრუნვას შვილის მორწმუნედ აღზრდაზე, როგორც ამას შუამავალი ნუჰი (ნოე) აკეთებდა. მამა შვილის ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერებისათვის უნდა ირჯებოდეს. როგორც ცნობილია შუამავალ ნოეს თავისმა ვაჟმა უარი თქვა გემზე ასვლაზე. მამამ უკანასკნელი იმედით უთხრა:

 „და იგი მათ გორასავით ტალღებში მიაქანებდა, და დაუძახა ნუჰმა თავის ვაჟს, რომელიც სანაპიროზე იდგა: „ჰეი, შვილო ჩემო! ჩაჯექი ჩვენთან  ერთად და ნუ დარჩები ურწმუნოებთან ერთად!“ (ჰუდ 11/42)

 

ძვირფასო მუსლიმებო!

მამობა ჰზ. იბრაჰიმის მსგავსად მუდმივი ვედრებაა. ეს არის ღვთისადმი სრული მინდობა და მორჩილება. ჰზ. იბრაჰიმი ღმერთს საუკეთესო შთამომავლობას ევედრებოდა.

„ღმერთო ჩვენო! გვქმენი ჩვენ შენდა მორჩილებად და ჩვენი შთამომავლებიდან  შენდამი მორჩილი თემი. გვასწავლე ჩვენი საღვთო წესები და მოგვიტევე. უეჭველად, ენ ხარ მიმტევებელი, მწყალობელი!“ (იხ. ბაყარა 2/128)

ღმერთო ჩემო! მქმენ მეც და ჩემი შთამომავალნიც, ლოცვის მართებულად აღმსრულებელნი. ღმერთო ჩვენო! შეისმინე ჩემი ვედრება!“ (იხ. იბრაჰიმ 14/40)

 

ძვირფასო მორწმუნენო!

იყო მამა ნიშნავს ჰზ. იაკობის მსგავსად მოითმინო გაჭირვება და გაუძლო სიძნელეებს. რაც არ უნდა რთული იყოს ამქვეყნიური გამოცდა, მამა ვალდებულია მოთმინებით აღიჭურვოს და შედეგს ღმერთისგან დაელოდოს. მამა შვილს სიყვარულს, შემწყნარებლობას, სამართლიანობას და მოკრძალებას უნდა ასწავლიდეს. როდესაც შვილი შეცდომას დაუშვებს, მამამ ის უნდა გააფრთხილოს, მაგრამ მისგან იმედი არ უნდა მოიწყვიტოს. როდესაც შუამავალ იაკობის შვილი, ჰზ. იუსუფი ძმებმა შურის გამო ჭაში ჩააგდეს, იაკობმა მათ ასე მიმართა:

და მიუტანეს მისი პერანგი ცრუ სისხლით. უთხრა: „არა! თქვენ თქვენმა სულმა შეგაცდინათ ამ საქმეში. მაგრამ მე ძლიერი მოთმინება მმართებს. მხოლოდ ალლაჰია მფარველი იმისგან, რასაც თქვენ აღმიწერთ.“ (იხ. იუსუფ 12/18)

 

ძვირფასო მუსლიმებო!

მამობა  ჰზ. ლოყმანის მსგავსად შემწყნარებლობას და შვილის კეთილად დარიგებას ნიშნავს. მამამ შვილს კარგად უნდა შეასწავლოს რა არის კარგი და ცუდი, სწორი და მცდარი და ა.შ. გთავაზობთ ჰზ. ლოყმანის დარიგებას:

„და აკი, უთხრა ლუყმანმა თავის ძეს ანდერძად: „ჰეი, შვილო ჩემო! არ დაუდგინო ალლაჰს თანაზიარი, უეჭველად, კერპთაყვანისმცემლობა უდიდესი უსამართლობაა!“ (იხ. ლოყმან 31/13)

„ჰეი, შვილო ჩემო! აღავლინე ლოცვა, უბრძანე აკეთონ კეთილი, აუკრძალე აუგი და მოითმინე ის, რაც თავს დაგატყდეს. უეჭველად, ეს კატეგორიულად გასაკეთებელი საქმეებია!

„არ იბრუნო პირი ადამიანებისგან ქედმაღლობის გამო და არ იარო ქვეყანაზე მედიდიურად. უეჭველად, ალლაჰს არ უყვარს თავმომწონე, ამაყები!

„იარე მოზომილი ნაბიჯით, ხმა დაიმდაბლე! უეჭველად, ყველაზე უსიამოვნო ხმა ვირის ხმაა“. (ლოყმან 31/17-19)

 

ძვირფასო მუსლიმებო!

მამობა ნიშნავს ასრულებდე ჩვენი შუამავლის სუნნეთს. შუამავალი საუკეთესო მეოჯახე და საუკეთესო მამა იყო. შვილებს არასოდეს განასხვავებდა. როდესაც თავის ქალიშვილ ფატმას დაინახავდა, ფეხზე დგებოდა, ხელს ჩაკიდებდა, აკოცებდა და ისევ ჯდებოდა. ის არამარტო საკუთარი შვილების, არამედ ყველა ბავშვის მიმართ მოსიყვარულე და ყურადღებიანი იყო. ენესი, რომელიც შუამავლის მფარველობის ქვეშ იყო აღზრდილი ასე ამბობს: „შუამავალს ათი წელი ვემსახურე. ვფიცავ ღმერთს, ჩემს მიმართ გაბრაზება ერთხელაც არ გამოუხატავს“. (იხ. მუსლიმ, „ფედაილ 51)

ძვირფასო მორწმუნენო!

 ბავშვები ჩვენგან მზრუნველობას და სიყვარულს ელიან. მათ სურთ იგრძნონ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არიან ისინი ჩვენთვის. ცხოვრების შესწავლის პროცესში მათ სურთ, რომ მათი იმედი და გზამკვლევი ვიყოთ. გამომდინარე აქედან, ყოველდღიურ ცხოვრებას გადაყოლილებმა და ამის გამო მოუცლელებმა ბავშვები არ უნდა დავივიწყოთ. ისეთი თაობები უნდა აღვზარდოთ, რომლებიც ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს სამშობლოსა და კაცობრიობას გამოადგება. ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამასთანავე ბავშვებს არასოდეს მოვაკლოთ სიყვარული, მზრუნველობა და ვედრება.   

Comment here