სათაურებიხუტბა

მუჰარრემის თვე, აშურა და ქარბელას გზავნილი

მუჰარრემის თვე მუსლიმებისთვის რელიგიური, კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გზავნილების მატარებელია. ამ თვეს უკავშირდება ჰიჯრის მოვლენა, რომელიც ისლამის ისტორიის კუთხით ახალი წელთნაღრიცხვის დასაწყისია და ასევე, ამ მოვლენამ კაცობრიობის ისტორიაში დიდი ცვლილებები გამოიწვია. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე, რომელმაც ისტორიიდან დღემდე მრავალი გზავნილი მოგვიტანა არის აშურა. ეს დღეც მუჰარეემის თვის 10 რიცხვშია.

ჰიჯრა, აშურა და ქარბელა ის მნიშვნელოვანი მოვლენებია, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები მუსლიმების საერთო გრძნობებს გამოხატავს.

ჰიჯრით 61 წელს, მუჰარრემის თვის 10 რიცხვში, ქარბელაში დატრიალდა დიდი ტრაგედია. ამ დღეს შუამავალის საყვარელი შვილიშვილი, ჰზ. ალისა და ჰზ. ფატმას შვილი ჰუსეინი და მასთან ერთად კიდევ 70-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ამ მოვლენამ მუჰარრემის თვე მწუხარების თვედ გაადააქცია.

ამ სამწუხარო მოვლენამ ყველა ის ადამიანი სიღმისეულად შეძრა გული ატკინა, რომლებსაც ღვთისა და შუამავალის სწამდათ. იმ დღიდან მოყოლებული, ყოველი მუსლიმი მწუხარებით იხსენებს ამ მძიმე ტრაგედიას. ჰზ. ჰუსეინი ყველა მორწმუნეს გულით უყვარს და შესაბამისად, მისი და მისი ახლობლების მიმართ ჩადენილი ამ ტრაგიკული ისტორიის მიმართ გულგრილობა გაუმართლებელია.

დღეს ამ ტრაგიკული მოვლენის სწორად შეფასებაა საჭირო და ჩვენ ყველამ ამ მოვლენისგან შესაბამისი მაგალითი უნდა ავიღოთ. ჩვენი ვალია სწორად შევაფასოთ ეს მოვლენა და ისტორიული ტრაგედიისგან ახალი ტრაგედიები კი არ შევქმნათ, არამედ გავერთიანდეთ და ეს  ერთიანობა შევინარჩუნოთ.

ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ქარბელაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გვასწავლა, ჩვენი ერთობა, ერთიანობა და ძმობაა. თუ ამ გზავნილს ცხოვრებისეულ პრაქტიკაში არ გავითვალისწინებთ და ერთიმეორეს გულით არ შევიყვარებთ, მსგავსი ტრაგიკული მოვლენები არ დასრულდება. დღეს, სამწუხაროდ, მუსლიმებით დასახლებულ ქვეყნებში ისევ და ისევ ქარბელას ტრაგედია ტრიალებს. ყოველდღე ვგებულობთ სამწუხარო ინფორმაციას, ყოველდღე იღვრება უდანაშაულოთა სისხლი.

აქედან გამომდინარე, მოდით, ერთი რწმენით, ერთი ტკივილითა და მონატრებით სავსე გულები გავაერთიანოთ. გვახსოვდეს ჰზ. ჰუსეინი. ერთმანეთს გული გადავუშალოთ და სიყვარულით ხელიხელჩაკიდებულებმა ვიცხოვროთ.  

Comment here