სათაურებიხუტბა

მსხვერპლშეწირვის დღესასწაული: ღვთისმოსაობის გზა

ძვირფასო მუსლიმებო!

ქევსერის სურაში უზენაესი გამჩენი ბრძანებს:

უეჭველად, ჩვენ გიბოძეთ შენ  წყალობა-„ქევსერი“ (მდინარე სამოთხეში).

ილოცე შენი ღმერთისთვის და მას დაუკალი ესაწირი!    

 უთუოდ, შენი მოძულეა „გარდაშენებული“!“ (ქევსერ 108/1-3)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ბრძანებს შემდეგს: „დღეს უპირველესი საქმე ბაირამის ნამაზის ლოცვა, შემდეგ კი მსხვერპლის შეწირვაა. ვინც ასე მოიქცევა ჩვენი სუნნეთის მიმდევარი იქნება“. (იხ. ბუჰარი, „იდეინ“3)

ძვირფასო მორწმუნენო!

დღეს მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია, რომელიც ჩვენს რწმენას აძლიერებს, გულებს აერთიანებს და ღვთისადმი მადლიერების გრძნობას გვიმაღლებს. ეს არის დღე, როდესაც მსხვერპლშეწირვის ღვთისმსახურებას აღვასრულებთ და ღვთისმოსაობით ვადიდებთ ღმერთს. უსაზღვრო დიდება და მადლიერება უზენაესს, რათა კიდევ ერთხელ დაგვასწრო ამ მნიშნელოვან დღეს. მივესალმებით ძვირფას  შუამავალს, რომელმაც ეს დღესასწაული მშვიდობისა და სიყვარულის დღეებად გამოაცხადა.

 

ძვირფასო მუსლიმებო!

როგორც ყველა სხვა ღვთისმსახურების დროს, მსხვერპლის შეწირვის დროსაც, მორწმუნეთა უპირველესი მიზანი ღვთის კმაყოფილების მოპოვებაა. მორწმუნეთა სურვილი ღვთისმოსაობისა და ღვთისმოშიშობის, ღვთისადმი უპირობო მინდობის გამოხატულებაა. სწორედ ამ მიზნით ვწირავთ შესაწირს. ჩვენთვის სამაგალითოა ჰზ. იბრაჰიმის სიტყვისადმი ერთგულება და ჰზ. ისმაილის ღვთისადმი მინდობა.

ძვირფასო მორწმუნენო!

ამ ბაირამზე სისუფთავის საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. შუამავალი ბრძანებს: „სისუფთავე რწმენის ნახევარია“. (იხ. თირმიზი, „დეავათ“ 86). აქედან გამომდინარე მორწმუნისთვის შესაფერისად უნდა მოვიქცეთ. მოგეხსენებათ, მთელი მსოფლიო კორონა ვირუსს ებრძვის, ამიტომ ყველას განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გვმართებს, რათა გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ, ისე სხვის ჯანმრთელობას. უნდა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და დავიცვათ გარემო.

ძმებო!

შესაწირი პირუტყვი ღვთიური წყალობა და ჩვენზე მობარებული ამანათია. რამდენადაც შესაძლებელია ლმობიერად უნდა მოვექცეთ, რათა არ გავაწვალოთ ისინი. ეს სადღესასწაულო განწყობა და სიხარული ყველას უნდა გავუზიაროთ. მეზობლები, მეგობრები, ნათესავები, ავადმყოფები, მოხუცები, ბავშვები და სხვა ადამიანები ამ სიხარულის თანაზიარი უნდა გავხადოთ. ამ ძვირფასი დღეების მიზეზით ყოველგვარი მტრობა და დამდურება უნდა დავასრულოთ. ეს დღესასწაული ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ. ეს ჩვენი დღესასწაულია, ამიტომ გადამდები დაავადების გამო მწუხარებად ნუ გადავაქცევთ. გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, გავიკეთოთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია. პანდემიის პერიოდში ხელის ჩამორთმევის, გადახვევისა და მსგავსი ახლო კონტაქტისაგან თავი შევიკავოთ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს „თეშრიყ თექბირები“, რომლებიც არაფა დღეს დილის ნამაზიდან იწყება და ბაირამის მეოთხე დღეს, სამხრობის ნამაზზე მთავრდება.

ძვირფასო მორწმუნენო!

ხუტბას ბოლოს კი მინდა გთხოვოთ, რომ მსხვერპლის შეწირვის, ახლობლებთან სტუმრობისა და სხვა მიმდინარე რიტუალების დროს მოთმინებითა და დადებითი განწყობით აღვიჭურვოთ. დიადმა ღმერთმა დაგვიფაროს თითოეული ჩვენგანი ყოველგვარი უბედურებისა და განსაცდელისგან. ღმერთმა მალე დაასრულოს პანდემია და დაგვიფაროს მსგავსი გადამდები დაავადებებისგან. მრავალ ბაირამს დაესწარით. ღმერთი იყოს ყველა ჩვენგანის მფარველი! გილოცავთ ბაირამს!    

 

 

 

Comment here