სათაურებიხუტბა

მორწმუნე ჭეშმარიტების განსახიერება და ჭეშმარიტებისკენ მომწოდებელია

ძვირფასო მორწმუნენო!

უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს:

„ჰეი შენ, სამოსში გახვეულო! წამოდექი და შეაგონე! და ადიდე ღმერთი შენი!“ (მუდდესირ 74/1-3).

აღნიშნული აიათები მექას პერიოდში, ისლამის გავრცელების დასაწყისშია მოვლენილი და ამ აიათებით ღმერთი შუამავალს უბრძანებს, რომ წამოდგეს, იმოქმედოს, პასუხისმგებლობა აიღოს და ერთი ღმერთის რწმენა იქადაგოს. რწმენის გავრცელების წმინდა მოვალეობა შუამავალს დაეკისრა და შემდეგ ეს ყველაფერი მემკვიდრეობით ჩვენ დაგვიტოვა.

ძვირფასო მორწმუნენო!

ღმერთი ასევე ბრძანებს:

„(ო, მორწმუნენო!) და იყოს ხალხი თქვენგან სიკეთისკენ მომწოდებელი, მბრძანები მოსაწონისა და უკეთურების აღმკვეთი, და სწორედ, ეგენი არიან ნეტარნი“. (ალი იმრან 3/104)

ამრიგად, ღმერთი გვიბრძანებს, რომ ვიყოთ სიკეთის მომწოდებელნი და უკეთურების აღმკვეთნი. შესაბამისად, ყოველგვარი მობეზრებისა და დაღლის გარეშე, მუდმივად სიკეთის გავრცელებასა და ბოროტების აღკვეთას უნდა ვეცადოთ.

ყურანში ასევე ნაბრძანებია:

მოუწოდე შენი ღმერთის გზისკენ სიბრძნითა და კეთილი შეგონებით, ეკამათე მათ საუკეთესო მეთოდით. უეჭველად, შენი ღმერთი უკეთ უწყის, თუ ვინ აცდა თავის გზას და უკეთ უწყის ჭეშმარიტ გზაზე მყოფთ! (ნეჰლ 16/125).

აღნიშნული აიათით ცხადია, რომ წმენის გავრცელება სიბრძნითა და კეთილი შეგონებით უნდა მოხდეს. ამრიგად, ჭეშმარიტებისკენ მოწოდებისას სწორი მიდგომები უნდა გამოვიყენოთ და ამ გზაზე მოთმინებითა და გამძლეობით აღვიჭურვოთ.

ძვირფასო მორწმუნენო!

თითოეული ჩვენგანი არამარტო რწმენის გავრცელებით, არამედ ამ რწმენის წარმომადგენლობით ვართ დავალებული. დიახ, თუ ჩვენ გვინდა ამ დიად მოვალეობას თავი გავართვათ, ჯერ თავად უნდა ვიყოთ ისლამის ღირსეული წარმომადგენლები. ისლამის მიერ დაწესებული საზღვრები საკუთარ ცხოვრებას უნდა დავუწესოთ. ჩვენი სიტყვა და საქმე ერთი უნდა იყოს. მორწმუნეთა პასუხიმსგებლობის შესახებ ყურანში შემდეგნაირადაა ნაბრძანები:

„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! რატომ ამბობთ იმას, რასაც არ აკეთებთ?

დიდი ცოდვაა ალლაჰის წინაშე იმის თქმა, რასაც არ აკეთებთ“. (საფი 61/2-3)

ძვირფასო ძმებო!

გამჩენი ბრძანებს:

„ვინც ალლაჰისკენ მოუხმო, ჰქმნა სიკეთე და თქვა: უეჭველად, მე მუსლიმთაგანი[1] ვარ, განა არის მასზე უკეთესი ვინმე სიტყვით?“ (ფუსსილეთი 41/33)

Comment here