სათაურებიხუტბა

მორწმუნე ყველა საქმეში ზომიერია

ძვირფასო მუსლიმებო!
ყურანის აიათში ჩვენი უზენაესი გამჩენი ბრძანებს:

„იმით, რაც ალლაჰმა გიბოძა, ისწრაფე საიქიო სამყოფელისკენ, და არ დაივიწყო შენი წილი დედამიწაზე. სიკეთე აკეთე ისეთივე, როგორიც ალლაჰმა მოგმადლა და არ გაავრცელო უკეთურობა ქვეყნად, რამეთუ ალლაჰს არ უყვარს უკეთურნი!“ (ყასასი 28/77)

ხოლო, ჰადისის მიხედვით შუამავალიც ზომიერებისკენ მოგვიწოდებს. (იხ. იბნ მაჯე, ზუჰდ 28)

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამი ზომიერების სარწმუნოებაა. ის ყველა საქმეში ზომიერებისკენ მოგვიწოდებს. ისლამი გვასწავლის, რომ ზღვარსგადასულობა დიდი ცოდვაა და უნდა მოვერიდოთ. ყველა საქმეში მიზანდასახულობა, გონიერება და ზომიერი ქცევა უნდა გვახასიათებდეს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ადამიანი მაშინ მიაღწევს ბედნიერებას, თუ ის მატერიალურსა და სულიერს, სხეულსა და სულს, სააქაოსა და საიქიოს შორის წონასწორობას შეინარჩუნებს და ზომიერ დამოკიდებულებას გამოიჩენს. ჩვენს სამყაროში სიმშვიდისა ბედნიერების მისაღწევად ის საზომი უნდა გავითვალისწინოთ, რაც ღმერთმა დაგვიწესა. ზომიერების პრინციპი უნდა არეგულირებდეს  ყველა სფეროს; შრომას, ვაჭრობას, გართობას, ჭამას, ჩაცმას, ლაპარაკს და ა.შ. უფრო მეტიც, რელიგიურ საკითხებთან დამოკიდებულებაშიც ზომიერება უნდა გამოვიჩინოთ.

ძვირფასო ძმებო!
ჩვენი, როგორც მორწმუნეთა მოვალეობაა, მთელ სამყაროში არსებული უზადო წესრიგისა და ზომიერების ცხოვრებაში გადმოტანა. ყველა მიმართულებით უნდა დავიცვათ ზომიერება და არც ზღვარს უნდა გადავიდეთ და არც ნაკლები უნდა მოგვივიდეს. ზომიერება უნდა დავიცვათ ჭირსა და ლხინშიც. თავშეკავებულობა გვმართებს ბედნიერებისა და უბედურების ჟამს. „ზღვარს ნუ გადახვალთ, სწორი გზით იარეთ და გიხაროდეთ ის საზღაური, რასაც ასეთი ქცევისთვის მიიღებთ“. – ბრძანებს შუამავალი. (იხ. ბუჰარი, „იმან“ 29).

რა ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ღვთიურ ბრძანებას ასრულებს და ზომიერებას იჩენს. რა ბედნიერია ის, ვინც ზღვარს არ გადადის და სწორი ცხოვრებით ცხოვრობს!

Comment here