სათაურებიხუტბა

მორწმუნე, რომელსაც სწამს განკითხვის დღისა

ძვირფასო მუსლიმებო!

აღნიშნულ აიათში უზენაესი ბრძანებს:

„და ვინც ისურვა საიქიო, იღვაწა მისთვის სათანადოდ, და იგი მორწმუნეა, ამრიგად, გარჯა მათი იქნება დაფასებული!“ (ისრა 17/19)

 

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ბრძანებს:

„გონიერია ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს განიკითხავს და სიკვდილის შემდეგისთვის ზრუნავს, ხოლო ხელმოცარული ადამიანი საკუთარ სურვილებსაა აყოლილი და მეორეს მხრივ ღვთისგან მიტევების იმედი აქვს“. (იხ. თირმიზი, „სიფათულ ყიამე“, 25).

 

ძვირფასო მორწმუნენო!

ისლამის საფუძვლებიდან ერთ-ერთი საიქიოს რწმენაა. ეს არის წარღვნის, შემდეგ ხელახლა გაცოცხლების, განკითხვისა და შემდეგ უსასრულო ცხოვრების რწმენა.

საიქიოს რწმენა ის ძალაა, რომელიც ადამიანს ასწავლის საკუთარი სიტყვის, საქმის და ყველაფრის გაკონტროლებას. ეს რწმენა ადამიანის ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე მოქმედებს. მორწმუნის ცხოვრებას, მის დამოკიდებულებას სხვა ადამიანების, ცხოველების და თუნდაც გარემოს მიმართ, სწორედ ეს რწმენა განსაზღვრავს.

მორწმუნე, რომელსაც საიქიოს რწმენა გულით აქვს გათავისებული, ყოველ საქმეში ღვთის მიერ დადგენილ კანონებს იცავს და მხოლოდ ღვთის კმაყოფილებისათვის ზრუნავს. მისი რწმენა ზნეობის ამაღლებას განაპირობებს და მისი საქმენი ყოველთვის სასიკეთო იქნება. ის მუდმივად აკონტროლებს საკუთარ ქცევებს და ყოველგვარი მავნე ჩვევისა და ცოდვისგან შორს ყოფნას ცდილობს.

მორწმუნე ადამიანი სამყაროს სულ სხვა თვალით უყურებს. მისთვის სიცოცხლე და სიკვდილი, ჯანმრთელობა და ავადმყოფობა, სიმდიდრე და სიღარიბე, სიხარული და მწუხარება ღვთიური გამოცდის ერთ-ერთი ნაწილია. ყოველი გამოცდილება, რასაც ის ცხოვრებისგან მიიღებს და ყოველი მოვლენა, რაც მის თვალსაწიერში მოხვდება, მისთვის სიკეთისა და სათნოების საშუალებაა. ის ყოველთვის მადლიერია იმ უსაზღვრო წყალობათა გამო, რასაც ღმერთი სწყალობს, უბედურების ჟამს კი მოთმინებას იჩენს. ამრიგად, საბოლოო ჯამში მისთვის ყველაფერი სასიკეთოა.

ძვირფასო მუსლიმებო!

ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი ნავსაყუდელი საიქიოა. საიქიო ჩვენი ნამდვილი სამშობლო და მუდმივი სამყოფელია. რასაც ამქვეყნად დავთესთ, მასვე მოვიმკით საიქიოში. განკითხვის დღეს ყველაფერზე პასუხს ვაგებთ. გამომდინარე აქედან, ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენს ყოველ ფეხის ნაბიჯს საიქიოს რწმენა განსაზღვრავდეს. ის დღე აუცილებლად დადგება და ჩვენ ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.

ხუტბას კი წმინდა აიათით დავასრულებ:

„და ის, ვინც იოტისოდენა სიკეთე მაინც ჰქმნა, იხილავს იმას (ჯილდოს მიიღებს)!

და ისიც, ვინც იოტისოდენა ავი ჰქმნა, იხილავს იმას (სამაგიერო მიეზღვება)!“

(ზილზალ 99/ 7, 8)

Comment here