სათაურებიხუტბა

მეჩეთი:
ღმერთის
სახლი

ძვირფასო მუსლიმებო!
ყურანში უზენაესი გამჩენი ბრძანებს:

„მხოლოდ ის ააგებს ალლაჰის სამლოცველოებს, ვინც ირწმუნა ალლაჰი, დღე უკანასკნელი და აღავლინა ლოცვა, გაიღო ზექათი და არ აქვს შიში, გარდა ალლაჰისა. ეგების ჭეშმარიტ გზაზე მავალნი იყვნენ ეგენი!“ (თევბე 9/18) 

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ბრძანებს:
„ვინცღვთისგულისათვისსალოცავსააგებს, ღმერთიცმისთვისსამოთხეშიამმეჩეთისმსგავსსგააჩენს“. (იხ. მუსლიმ, „ზუჰდ“ 44)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი მეჩეთები, სადაც ასე ვიკრიბებით და ლოცვებს აღვავლენთ, ღმერთის სახლები და მორწმუნეთა მიერ აგებული ხელოვნების ნიმუშებია. ესენი არის ადგილები, სადაც სასოწარკვეთილებისგან დაღლილი სულებისათვის სიმშვიდეს ვპოვებთ. მეჩეთები ყველა დასახლებული უბნის გულს წარმოადგენს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ამ ძნელბედობის ჟამს, როდესაც მსოფლიო პანდემიაა, ჩვენმა მრევლმა განსაკუთრებული გულისხმიერება, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შემწყნარებლობის საუკეთესო მაგალითები გამოავლინა. მორწმუნე ადამიანები სიკეთესა და ქველმოქმედებას მთელი გულითა და მონდომებით ეწეოდნენ. გარდა ჰუმანიტარული ხასიათის ქველმოქმედებისა, მორწმუნეთა მხარდაჭერით სალოცავების მშენებლობაც გრძელდება. დასრულებულ სალოცავებში ეზნის ხმა გაისმის, მლოცველები ღვთისმსახურებისთვის მხარდამხარ დგებიან და ლოცვას აღავლენენ. მორწმუნეებს ვთხოვ, შესაძლებლობის მიხედვით, მონაწილეობა მიიღონ ესოდენ მნიშნელოვან ქველმოქმედებაში. 

დიად ღმერთს ვთხოვ მიიღოს თითოეული მორწმუნის მიერ გაკეთებული სიკეთე და ქველმოქმედება. ასევე ვთხოვ დაგვიფაროს ყოველგვარი უბედურებისაგან, მათ შორის მიმდინარე გადამდები დაავადებისგან.

ღმერთმა ყოველგვარი სიკეთით დააჯილდოვოს ის მორწმუნენი, რომლებსაც წარსულიდან დღემდე სალოცავების მშენებელობაში წვლილი აქვთ შეტანილი.    

Comment here