სათაურები

მეჩეთი და ცხოვრება

 Sevgili Müslümanlar!

Okuduğum ayette Tanrı şöyle buyurur: “Sadece Son Gün Allah’a inanan ve namaz kılan Allah’ın şapellerini inşa eder, Zekat yaptı ve Allah’tan başka korkusu yoktur . Belki de onlar doğru yolda olanlardı!

Hadis’e göre arabulucu şöyle diyor : “Bölgenizdeki en sevilen ibadet yerleri camilerdir.” (Bkz. Müslüman, Elçi 288)

Değerli İnananlar!

ისლამურ ცივილიზაციაში ცენტრალური ადგილი მეჩეთებს უკავია. ეს ის წმინდა ადგილებია, რომლებიც მუსლიმებს საუკუნეების განმავლობაში აერთანებდა და მათი სოციალური ცხოვრების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.  ყოველი ქალაქის, სოფლის, უბნის გული აქ, მეჩეთებში ცემს. აქ ჰპოვებენ სიმშვიდეს შუამავლის მიმდევრები. მეჩეთები ოდითგანვე არამარტო ღვთისმსახურების ადგილი, არამედ ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ლიტერატურისა და სხვათა ურთიერთკავშირის ცენტრი იყო.    

ძვირფასო მუსლიმებო!

შუამავალი მეჩეთების შენებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. როდესაც შუამავალი მექადან მედინაში გადავიდა, პირველ რიგში მეჩეთი ააგო. შემდეგ ქალაქ იასრიბს მედინა დაარქვა და ახალი მეჩეთი იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ცოდნის კერად გადააქცია. შუამავლის მეჩეთი მედინას ცენტრი გახდა და შუამავლის მცდელობის შედეგად მედინელების ყოველდღიური ცხოვრება ამ მეჩეთთან მჭიდროდ დაკავშირდა. ამ ბედნიერების ხანიდან მოყოლებული, ისლამი ყველა იმ ადგილას, სადაც კი ფეხს მოიკიდებდა, იქ მცხოვრებ ადამიანებს მსგავსი სტილის ცხოვრებას სთავაზობდა, რასაც მათთვის მშვიდობა, განათლება, უსაფრთხოება და შემწყნარებლობა მოჰქონდა. შუამავალი ერთ-ერთი ჰადისის მიხედვით ბრძანებს, რომ ის მორწმუნენი, რომლებიც გულით არიან მეჩეთზე შეყვარებული, სამოთხის ჩრდილში დაივანებენ. შუამავალი ასევე ბრძანებს: „ვინც მეჩეთს ააშენებს, ღმერთიც მისთვის სამოთხეში მსგავს კოშკს გააჩენს“. (იხ. მუსლიმ, „ზუჰდ“ 44)   

ძვირფასო მორწმუნენო!

ადამიანს ცხოვრების გაგრძელებისთვის სჭირდება კვება, ყოველდღიური შრომა და სხვა. ამ ყველაფერთან ერთად ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი მეჩეთთან სიახლოვეს უკავია. ეს ის ადგილია, სადაც ადამიანი ყოველდღიური ცხოვრებისგან გამოწვეულ შფოთვას თავს აღწევს და გამჩენთან კავშირით სულიერ სიმშვიდეს ჰპოვებს. მეჩეთში მოსული მორწმუნე პირდაპირ გრძნობს იმ სიახლოვეს და ერთიანობას, რომელიც თანამორწმუნე ძმებთან აქვს. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანი თავისუფლდება ეგოისტური გრძნობებისაგან და სულიერ ერთიანობას ეზიარება. მეჩეთი ჩვენი სიმშვიდის, ბედნიერების, იმედისა და ნუგეშის მომტანი ადგილია.  

ძვირფასო მუსლიმებო!

მინარეთებიდან აღმავალი ეზნის ხმა მხოლოდ ლოცვად არ გვიხმობს. მეჩეთი, მინარეთი, მინბერი და საერთო ჯამში ეს ყველაფერი ღვთისმოსაობის, თაყვანისცემის, ღვთისმსახურების, ცოდნის შეძენისა და მაღალი ზნეობისაკენ მოგვიწოდებენ. ღვთის წინაშე მდგარი მორწმუნე აცნობიერებს, რომ ღმერთი მას ყველგან ხედავს, მეჩეთშიც და მის გარეთაც. ერთად მდგარი მორწმუნეები ასევე აცნობიერებენ, რომ ისინი ძმები არიან და ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ. მორწმუნე, რომელსაც მეჩეთისადმი სათანადო პატივისცემა გააჩნია, გარემოსაც ყურადღებით და სიყვარულით მოეკიდება. ასეთი მორწმუნე ჭიანჭველასაც კი არ მიაყენებს ზიანს. ზნეკეთილი მორწმუნე მეჩეთში სისუფთავეს იცავს და შესაბამისად ის სისუფთავეს დაიცავს მთელ დედამიწაზე, რადგანაც მთელი დედამიწაც მეჩეთია. 

ძვირფასო მუსლიმებო!

სამწუხაროდ, თანამედროვე ეპოქაში ადამიანები ერთიმეორეს დაშორდნენ და გაუცხოვდნენ. ამის კვალდაკვალ მეჩეთებმაც ადამიანთა გამაერთიანებლისა და მათ ცხოვრებაში ცენტრალური ფაქტორის როლის დაკარგვა დაიწყეს. არადა მეჩეთები ის ადგილებია, სადაც უნდა მივისწრაფოდეთ, რათა მარტოობას თავი დავაღწიოთ და როგორც დედის კალთას, ისე შევაფაროთ თავი. ჩვენი დაღლილი სულები მეჩეთებში სიხალვათეს ჰპოვებს. სულიერ შიმშილს მხოლოდ იქ დავიკმაყოფილებთ.

ასე რომ მოდით, ჩვენი მეჩეთები ისევ ჩვენი ცხოვრების ცენტრალური ნაწილი გავხადოთ. ვინც არ უნდა ვიყოთ, მუშა თუ ბიზნესმენი, დიდი თუ პატარა, მოსწავლე თუ მასწავლებელი, ყველანი ნამაზის აღსრულების მიზნით მეჩეთებისკენ დავიძრათ და ყოველდღურად ამას სათანადო დრო დავუთმოთ. ცხოვრება სალოცავში ვპოვოთ. ნუ მივატოვებთ სალოცავებს. წარვსდგეთ ღვთის წინაშე და ამით სიმშვიდე ვჰპოვოთ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ სალოცავები ცხოვრების, ცხოვრება კი სალოცავების ნაწილია.

Değerli İnananlar!

Hayatımız bir avluyla başlar ve “Selah” ile biter. Bu yaşam boyunca din adamları, imamlar, Molitler ve museinler bize bu yaşam boyunca rehberlik ediyorlar. Onlara ve aynı zamanda camide namazın en önemli bölümünü, dünyevi nezaketimizi ve sadık hacılar için övgüyü diliyoruz. Türbesi olmayan, türbeleri olmayan ve bahçesiz minaresi olmayan bir ülke için Tanrı’ya dua ediyoruz.

Comment here