სათაურებიხუტბა

მემკვიდრეობა: საკუთრების უფლების მინიჭება

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა აიათის მიხედვით ღმერთი ბრძანებს:
„კაცებს წილი იქიდან, რაც მშობლებმა და ნათესავებმა დაუტოვეს. და ქალებს წილი იქიდან, რაც მშობლებმა და ნათესავებმა დაუტოვეს. ცოტა თუ ბევრი წილი დადგენილია. (სავალდებულოა)(ნისა 4/7)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ბრძანებს:
„ვინც სიკვდილის შემდეგ ქონებას დატოვებს, ის ქონება მემკვიდრეებს ეკუთვნით“. (იხ. ბუჰარი, „ფერაიზ“ 25)

ძვირფასო მორწმუნენო!
მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი უფლებაა და ისლამი მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. როგორც ყველა მიმართულებით, ამ მხრივაც ისლამის დამოკიდებულება აბსოლუტურად სამართლიანია. როდესაც მორწმუნე მუსლიმი გარდაიცვლება, მისი ქონებიდან ჯერ დასაფლავების ხარჯები უნდა იქნას გაღებული. ამის შემდეგ ვალები უნდა იქნას გასტუმრებული, რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში, შემდეგ, მემკვიდრეების გარდა, ანდერძით თუ ვინმეს დაუტოვა, ანდერძი უნდა აღსრულდეს, თუმცა ამ შემთხვევაში ქონების ერთი მესამედის გაცემა მაქსიმალური ზღვარია. ბოლოს დარჩენილი ქონება მემკვიდრეებს გადაეცემათ.

ძვირფასო მორწმუნენო!
მემკვიდრეობის განაწილებისას ყველას ინტერესები უნდა იქნას გათვალისწინებული და ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს უფლების მქონე ქალი იქნება თუ კაცი, დიდი თუ პატარა. ზოგიერთი ტრადიციის მიხედვით ქალებს მემკვიდრეობა არ ერგებოდათ, რაც ჩვენი სარწმუნოების მიხედვით უსამართლობაა და გამომდინარე აქედან არალეგიტიმურია. ყოველი მორწმუნე მუსლიმი თანასწორია და მემკვიდრეობაშიც ეს პრინციპი მოქმედებს. ყურანში მემკვიდრეობასთან დაკავშირებით ნაბრძანებია:

„თქვენ ნახევარი იმისა, რაც დაგიტოვეს თქვენმა ცოლებმა, თუ მათ არ ჰყავთ შვილები. (შვილები თქვენგან ან სხვისგან)  და თუ ჰყავთ შვილი, მაშინ თქვენ მემკვიდრეობის მეოთხედი ანდერძით დანაბარების გამოკლებით და ვალების გასტუმრების შემდეგ. და მათ (თქვენს ქვრივებს) მეოთხედი იმისა, რასაც თქვენ ტოვებთ, თუკი შვილი არ გყავთ; და თუ გყავთ შვილი, მაშინ მათ (თქვენს ქვრივებს) რაც დატოვეთ, იმის (მემკვიდრეობის) მერვედი ანდერძით დანაბარების გამოკლებით და ვალების გასტუმრების შემდეგ. და თუ კაცი ან ქალი ისე ტოვებს (ქონებას), რომ არ ჰყავს პირდაპირი მემკვიდრენი და ჰყავს ძმა ან და, მაშინ თითოეულს მეექვსედი; და თუ ამაზე მეტნი არიან, მაშინ იყვნენ თანაზიარნი ერთ მესამედში ანდერძით დანაბარების გამოკლებით და ვალების გასტუმრების შემდეგ, ერთმანეთისთვის ზარალის მიუყენებლად. ეს სავალდებულოა ალლაჰისგან. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, შემწყნარებელია“. (ნისა 4/12)

„ესაა (ზემოთ მოხსენებული მითითებები ობლების თაობაზე და ა.შ.) ალლაჰის საზღვრები. ([1]ალლაჰის დადგენილი კანონები მსახურთა მიმართ, რითიც უნდა იხელმძღვანელონ და არ გადავიდნენ ზღვარს.) და ვინც მორჩილებს ალლაჰს და მის შუამავალს, შეიყვანს იმას სამოთხეში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება, იქ დარჩებიან სამუდამოდ,  და ესაა უდიდესი ნეტარება!

ვინც აღუდგება ალლაჰსა და მის შუამავალს, და გადავა მის (ალლაჰის) საზღვრებს, მას იგი შეიყვანს ცეცხლში, სადაც სამუდამოდ დარჩება და მისთვისაა სასჯელი დამამცირებელი!“ (ნისა 13-14)

მემკვიდრეობა ძალიან საპასუხისმგებლო საკითხია. მასთან დამოკიდებულებაში დიდი სიფრთხილეა საჭირო, რათა ადამიანთა უფლებები არ იქნას დარღვეული. დაუშვებელია სიხარბე, რათა სხვისი წილი არ მივისაკუთროთ. როდესაც საქმე  მემკვიდრეობის განაწილებას ეხება, შემწყნარებლობა, სამართლინობა და პატიოსნება უნდა გამოვიჩინოთ. 

Comment here