ამბებისათაურებიუკანასკნელი ამბები

კოვიდ 19 (კორონა) ვირუსისგან თავდაცვის მარტივი გზები, რომლებსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვთავაზობს.

ჩვენს კულტურაში არსებული
ახლო ადამიანური ურთიერთობის
გამომხატველი ქცევები,
როგორიცაა ხელზე კოცნა, ლოყაზე კოცნა,
ხელის ჩამორთმევა და სხვა მსგავსი,
შეიძლება კოვიდ 19-ის,
ანუ კორონავირუსის
სწრაფად გავრცელების
მიზეზი გახდეს.

დაინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტისგან თავი უნდა შევიკავოთ.

ყურადღება უნდა მივაქციოთ პირად ჰიგიენას. ხშირად დავიბანოთ ხელები საპნით. დაბანის პროცესი მინიმუმ 20 წამი უნდა გაგრძელდეს. თუ წყალი და საპონი ხელმისაწვდომი არ არის, საჭიროა ალკოჰოლის შემცველი ხელის ანტისეპტიკის გამოყენება. ხელების დაბანა აუცილებელია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ინფიცირებულ ადამიანთან ან გარემოსთან პირდაპირი კონტაქტი შედგება.

უნდა მოვერიდოთ შინაურ და გარეულ ცხოველებთან პირდაპირ კონტაქტს.

დაინფიცირების შემთხვევაში აუცილებელია დავიცვათ დისტანცია, ხველებისა და ცემინებისას კი უნდა გამოვიყენოთ ერთჯერადი ხელსახოცი. ერთჯერადი ხელსახოცის არარსებობის შემთხვევაში ხველისა და ცემინებისას უნდა გამოვიყენოთ მოხრილი იდაყვის შიდა მხარე. ხშირად უნდა დავიბანოთ ხელები. არ უნდა შევეხოთ თვალებს, ცხვირსა და პირს.

დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს ნებისმიერი საგნის ზედაპირს, რომელსაც დაინფიცირებული ადამიანი შეეხება.

ცხოველური წარმოშობის საკვები, როგორიცაა ხორცი, კვერცხი და სხვა, კარგად უნდა მოიხარშოს.

დაავადებული ადამიანი ხალხმრავალ ადგილებში არ უნდა წავიდეს. გადაუდებელი აუცილებლობისას კი პირი და ცხვირი დაფარული უნდა ჰქონდეს, სასურველია გამოიყენოს სამედიცინო პირბადე.

Comment here