სათაურებიხუტბა

ისრა და მირაჯი

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ახლა სამთვეულში ვიმყოფებით, რომელიც წყალობის, გადარჩენის,  სულიერად ამაღლებისა და განწმენდის პერიოდია. მომავალი ოთხშაბათის ხუთშაბათთან დამაკავშირებელი ღამე მირაჯის ღამეა, რომელსაც მუსლიმები დიდი სიხარულით აღვნიშნავთ. დიად ღმერთს ვთხოვ, ამ ღამის მიზეზით ჩვენს ერს, მთელ ისლამურ სამყაროსა და მთელ კაცობრიობას ჯანმრთელობა, მშვიდობა და სიკეთე უწყალობოს.  დალოცვილ იყო მირაჯის ღამე.

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ისრას სურას პირველივე აიათში ბრძანებს:

„დიდება იმას, რომელმაც ღამით გადაიყვანა თავისი მსახური მესჯიდი ჰარამიდან მესჯიდი აყსაში, რომლის შემოგარენიც ჩვენ დავლოცეთ [1] (კეთილვჰყავით ფიზიკურად და სულიერად), რათა გვეჩვენებინა მისთვის ნაწილნი ჩვენი სასწაულნისა. უეჭველად, იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველი!“ (ისრა 17/1)

ამ აიათის სარელწოდება ისრაა. ისრა შუამავლის სასწაულებრივ მოგზაურობას ასახავს,  როდესაც  მან მექაში მდებარე მესჯიდი ჰარამიდან იერუსალიმში, მესჯიდი აყსაში იმოგზაურა. მირაჯი კი ასევე სასწაულებრივი ამაღლებაა,  რომლის დროსაც, ღვთის უზენაესი ძალითა და ნებით, შუამავალი ღვთიური წყალობის, ცხონებისა და სასიხარულო საჩუქრის ღირსი გახდა.

ძვირფასო მორწმუნენო!
მირაჯის მოვლენის დროს შუამავლის პირველი გაჩერება მესჯიდი აყსა იყო. ამ ძვირფასი სალოცავის შესახებ შუამავალი ბრძანებს: „წადით და მესჯიდი აყსაში ილოცეთ. თუ იქ ვერ წახვალთ და ვერ ილოცავთ, იქაურობის გასანათებლად ცხიმი გააგზავნეთ“. (იხ. ებუ დავუდ, „სალათ“ 14)

ამ ჰადისით ჩანს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი სალოცავია მესჯიდი აყსა და ჩვენ, მორწმუნეებს  გვევალება, რომ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ამ ძვირფას ადგილს.

ადგილი, სადაც მესჯიდი აყსა მდებარეობს მუსლიმთა ტერიტორიაა. ეს არის მშვიდობისა და შერიგების ადგილი. ეს არის ადგილი, რომელიც მუსლიმთა მმართველობის პირობებში სამართლიანობის, თავისუფლების, სიმშვიდისა და შემწყნარებლობის სიმბოლო იყო.

ძვირფასო მორწმუნენო!
ხუტბას ბოლოს კი მინდა, რომ ისრას სურაში მოცემული ღვთიური მოძღვრებისა და დარგებების შესახებ გესაუბროთ. მოწოდებების შინაარსი ასეთია: ეთაყვანეთ ერთადერთ ღმერთს. მშობლებს კარგად მოეპყარით. როდესაც ისინი მოხუცდებიან და მოვლა დაჭირდებათ, ყურადღებასა და მზრუნველობას ნუ მოაკლებთ. დაეხმარეთ ნათესავებს, გაჭირვებულებსა და უპოვარებს. მოერიდეთ როგორც მფლანგველობას, ასევე სიძუნწეს. არ იმრუშოთ. უსამართლოდ არ მოკლათ. დაივიწყეთ სისხლის აღების წესი. ობლის საკუთრებაზე ხელი არ წაგიცდეთ. მიცემული პირობა ყოველთვის შეასრულეთ. ზომასა და წონაში არ მოიტყუოთ. არ გააკეთო ისეთ რამ, რაშიც დარწმუნებული არ ხარ. დედამიწაზე მედიდურად არ იარო.

რა ბედნიერია ადამიანი, რომელიც ღვთიურ შეგონებას მიჰყვება! რა ბედნიერია ის, ვინც ღვთის წინაშე ღირსეულად მსახურებს და სიწმინდეებს პატრონობს!

Comment here