სათაურები

დილის ვედრება – არაბული

ყველაფერი ღმერთს ეკუთვნის. ასე გავათენეთ.

დიდება ალლაჰს! არ არსებობს სხვა ღმერთი მის გარდა.

ის ერთადერთია და არ ჰყავს მოზიარე. მისია მეუფება. მას ვადიდებთ. ის ყოვლისშემძლეა.

ღმერთო! დღევანდელი და შემდგომი დღის სიკეთეს გევედრები.

დამიფარე დღევანდელი დღისა და შემდგომი დღის უბედურებისაგან.

ღმერთო! დამიფარე სიზარმაცისა და მოხუცებულობისგან გამოწვეული ზიანისგან.

ღმერთო! დამიფარე ჯოჯოხეთისგან და საფლავში წამებისგან.

ღმერთო! ჩემი გამჩენი შენ ხარ. არ არსებობს სხვა ღმერთი, სხვა სათაყვანო.

 

შენ გამაჩინე. მე შენი მონა ვარ. როგორც შემიძლია იმ სიტყვისა და პირობის ერთგულად ვრჩები, რომელიც ოდითგანვე მომიცია. დამიფარე იმ ზიანისგან, რომელიც ჩემს მიერ ჩადენილ ცოდვებს მოაქვს. შენს მიერ ბოძებულ წყალობას მადლიერებით ვახსენებ. ვაღიარებ ჩადენილ ცოდვებს. მომიტევე მე. შენს გარდა ცოდვების მიმტევებელი არავინ არსებობს.

გათენდა და მე მოწმედ ვრაცხავ თავად ღმერთს, არშის მტვირთველთ, ანგელოზებსა და ყველა არსებას იმის დასტურად, რომ არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ალლაჰისა და მუჰამმედი მისი მონა და შუამავალია.

ყველა ის წყალობა, რომელიც მე ან რომელიმე შენს გაჩენილს ამ დილას უბოძე, მხოლოდ და მხოლოდ შენგანაა. შენ არ გყავს მოზიარე. დიდება შენდა ღმერთო. მადლიერება შენდა.

ღმერთო! ჩემს სხეულს, სმენასა და თვალებს სიჯანსაღეს ნუ მოაკლებ. შენს გარდა არ არსებობს სხვა ღმერთი. დამიფარე ურწმუნოებისა და სიღარიბისგან. დამიფარე საფლავში წამებისგან. შენს გარდა სხვა ღმერთო არ არსებობს.   

 

ჩემთვის ღმერთი საკმარისია. მის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს. სიკეთეს მისგან ველი. ამ დიადი არშის გამჩენი ისაა. ღმერთო! ამქვეყნად და საიქიოში მიტევებას და სიჯანსაღეს გევედრები.

ღმერთო, ჩემი სარწმუნოება, ეს ქვეყანა, ჩემი ოჯახი და ქონება დაიფარე. შეიწყნარე ჩემი ნაკლოვანებები და შიშისგან დამიცავი. დამიფარე ყოველი საფრთხისგან , რომლებიც შეიძლება წინ გადამეყაროს, ან მარჯვნიდან, ან მაცხნიდან, ან უკნიდან და ზევიდან  მემუქრებოდეს. დამიფარე რათა ფეხქვეშ მიწა არ გამომეცალოს და არ გავნადგურდე.

შენ ხარ მცოდნე დაფარულისა და ხილულისა. შენ გააჩინე ცა და დედამიწა. ვადასტურებ, რომ შენს გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს. დამიცავი ცდუნებებისგან. დამიცავი ეშმაკისა და ურწმუნოებისგან. დამიფარე თვითდაზინებისგან ან ისეთი რამისგან, რაც სხვა მუსლიმს ზიანს მოუტანს.

ღვთის სახელით, რომელიც ცისა და დედამიწის მპყრობელია.

ის არის ყოვლისმცოდნე და მართებულად გამგონე.

ჩემი გამჩენი ალლაჰია. სარწმუნოება- ისლამი, შუამავალი კი- მუჰამმედი. ეს ჩემთვის მიღებულია და ვადასტურებ. არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ალლაჰისა. ისაა ყოვლისმფლობელი. დიდება მას. ის ყოვლისშემძლეა.

ღმერთო! წყალობა და მშვიდობა მიანიჭე ჩვენი შუამავლის, მუჰამმედის ოჯახს.

Comment here