სათაურებიხუტბა

გაუზიარე შესაწირი ძმას და დაუახლოვდი!

ძვირფასო მუსლიმებო!

უზენაესი ალლაჰი აიათში ბრძანებს:

ყოველი თემისთვის ჩვენ დავადგინეთ მსხვერპლშეწირვის ადგილი, რათა მათ ახსენონ ალაჰის სახელი საქონელზე, რომელიც მან უბოძა. თქვენი ღვთაება  ერთადერთი ღმერთია! მაშ, იყავით მისი მორჩილნი! შენ კი ახარე მორჩილთ!… (ჰაჯი 22/34)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ბრძანებს:

მსხვერპლშეწირვის დღესასწაულზე, ადამის მოდგმა, ღვთის წინაშე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს, ვიდრე მსხვერპლის შეწირვაა. (იხ. თირმიზი, ედაჰი 1).

 

ძვირფასო მორწმუნენო!

ისლამური სამყარო კიდევ ერთ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს უახლოვდება და ჩვენ ამის ბედნიერებას განვიცდით. დიად ღმერთს ვევედრები მომავალ ბაირამს მშვიდობით, ჯანმრთელობითა და სიკეთით დაგვასწროს.

 

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენთვის მსხვერპლშეწირვა მნიშვნელოვანი ღვთისმსახურებაა, რადგან ღმერთმა გვიბრძანა მისი შესრულება და შუამავალიც თავად ასრულებდა მას. ეს არის ღვთის გზაზე მინდობის, ერთგულებისა და გულუხვობის საუკეთესო გამოხატულება.

მსხვერპლის შეწირვა ღმერთთან დაახლოებისა და მისი კმაყოფილების მოპოვების მცდელობაა. ის არის ერთგულების, ღვთის გზაზე შეწირვის, მორჩილებისა და ღვთისმოშიშობის სომბოლო. ყურანში ნაბრძანებია:

უსათუოდ ვერ მიაღწევს ალლაჰთან ხორცნი შესაწირისა  და ვერც სისხლნი მისი. მაგრამ მიუვა მას მხოლოდ თქვენი ღვთისმოშიშობა. ასე დაგიმორჩილათ მან ისინი თქვენ, რათა ადიდოთ ალაჰი იმისთვის, რომ დაგაყენათ სწორ გზაზე. მაშ, ახარე სიკეთისმქმნელთ! (ჰაჯ 22/37).

 

ძვირფასო მორწმუნენო!

შესაწირი ამავდროულად ჩვენს თანამორწმუნე ძმებთან დაახლოების საშუალებაა. ეს არის ღვთით ბოძებული წყალობის გამო მადლიერების გამოხატულება. შესაწირი სიკეთისა და თანადგომის გავრცელებაა. მისი საშუალებით ერთმანეთთან სიახლოვესა და თანაგრძნობას გამოვხატავთ, შედეგად კი სიყვარული და ძმობა ძლიერდება. შესაწირი გეოგრაფიულ არეალებს სცილდება და მთელ მსოფლიოში უპრეცენდენტო დახმარებისა და თანადგომის ხიდებს აგებსამ დღეებში მორწმუნეებს შეუძლიათ სრულებით უცნობი ადამიანების გულები გაახარონ და ეს დღეები გაულამაზონ. ამ ყველაფერით ჩვენი, როგორც უმმეთის ერთიანობა ძლიერდება.

 

ძვირფასო მუსლიმებო!

 

გავუზიაროთ შესაწირი  ძმას და დავუახლოვდეთ. ამ მოწოდების ფარგლებში შესაწირი ხორცი იმ ადამიანებამდე აღწევს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ, მათგან კი მრავალი ლოცვა და მადლიერება მოდის. ამიტომ, ვისაც საშუალება აქვს, მოვუწოდებთ, არ ჩამორჩეს ამ მნიშნელოვან ღვთისმსახურებას.   

 

ხუტბას კი შუამავლის ჰადისით დავასრულებ:

ღვთის გულისათვის შეიფარეთ ის, ვინც მოგეკედლებათ. მიეცით მას, ვინც ღვთის გულისათვის გთხოვთ. ეწვიეთ მას, ვინც დაგპატიჟებთ. სიკეთით გადაუხადეთ, ვინც სიკეთეს გაგიკეთებთ. ხოლო თუ სიკეთის გადასახდელად შესაბამისი რაიმე არ გაგაჩნიათ, მაშინ დალოცეთ. (იხ. ებუ დავუდ, ზექათ 38) 

Comment here