სათაურებიხუტბა

ბარაქა: სულიერი სიუხვე

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს:

და რომ იმ ქვეყნის ხალხს ერწმუნათ და თავი აერიდებინათ, უეჭველად, გარდავფენდით მათდა ის და ქვეყნის ხვავბარაქას. მაგრამ ცრუდ შერაცხეს, ამიტომაც შევიპყარით ისინი იმის გამო, რაც მოიხვეჭეს!არაფ 7/96)

შუამავალი კი ასე გვმოძღვრავს:<
ამქვეყნიური ქონება მიმზიდველი და ტკბილია. ვინც ქონებას ხელგაშლილი გულით მოიპოვებს, მისი ქონება ბარაქიანი იქნება, მაგრამ ვინც  სიხარბით სავსე გულით ქონების მოპოვებას მოისურვებს, ბარაქა აღარ ექნებაბუჰარი , „ზექათ 50)

ძვირფასო მორწმუნენო!
ამ აიათითა და ჰადისით ჩვენ შეგვიძლია ბარაქიანობის საიდუმლო გავიგოთ. თუ გვსურს, რომ ცხოვრებაში ბარაქა გვქონდეს, მაშინ სიხარბე უნდა დავივიწყოთ და ქონების დაგროვების მაგივრად მისი გაცემა ვისწავლოთ. ქონება, ცოდნა, სარჩო და სიყვარული მხოლოდ გაზიარების შედეგად მრავლდება. ბარაქა მხოლოდ გულისმიერი სიუხვითა და ხელგაშლილობით მიიღწევა. მოერიდეთ ზღვარსგადასულობას, ფლანგვას, უმადურობას, სიხარბესა და სიძუნწეს. ბარაქა მაშინ მიიღწევა, როდესაც ადამიანი თავისი ქონების ტყვედ არ შეიქმნება. მოერიდეთ ტყუილს, თვალთმაქცობას, ტყუილსა და ფარისევლობას, რადგან ცოდვები და ამორალური ქცევები ბარაქას ანადგურებს. ბარაქა ღვთისადმი მინდობით, მორჩილებით, მადლიერებით, პატიოსანი შრომითა და ხელგაშლილობით მიიღწევა.

ძვირფასო მუსლიმებო!
სიცოცხლის ბარაქიანობას რწმენა, ღვთისმსახურება, კეთილი საქმენი და ზნეობა განსაზღვრავს. ოჯახური ცხოვრება სიყვარულითა და პატივისცემით კეთილდღეობას ჰპოვებს. ქონების ბარაქა მოწყალების, ქველმოქმედებისა და ზექათის გაცემით მიიღწევა. ვაჭრობის დროს პატიოსნება და ალალი შრომა ბარაქის საწინდარია. საქმეში ბარაქას გულმოდგინება და წესიერება მოგვიტანს. ცოდნა თუ გვინდა გაგვიმრავლდეს, ის სხვებსაც უნდა ვასწავლოთ. დროის შინაარსიანად გამოყენება სიცოცხლის ბარაქიანობას უზრუნველყოფს. კარგად აღზრდილი შვილები კი შთამომავლობას სიუხვესა და სიმრავლეს შეჰმატებს.

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ხვავისა და ბარაქის ერთადერთი წყაროა. ის ყოვლად მოწყალე და ყოვლად მწყალობელია. მისდამი ჩვენი მსახურება, ჩვენი თაყვანისცემა ყოველმხრივ გულწრფელი უნდა იყოს. სიმშვიდე და ბედნიერება არა ქონების სიმრავლეში, არამედ მის ბარაქიანობაშია. ყველა ჩვენი სიტყვისა თუ ქცევის ერთადერთი მიზანი ღვთის კმაყოფილების მოპოვება უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში ყოვლად მოწყალე ღმერთი ბარაქის კარებს გაგვიხსნის და ბედნიერებას გვარგუნებს.

Comment here