სათაურებიხუტბა

ახალგაზრდები: ჩვენი უდიდესი შესაძლებლობა და სიმდიდრე

ძვირფასო მორწმუნენო!
ახალგაზრდობა ადამიანის ცხოვრების გაზაფხულია. ეს არის პერიოდი, როდესაც ფიქრები და ოცნებები საოცარი აღმაფრენით ვითარდება და ადამიანი ძალასა და მღელვარებას განსაკუთრებულად გრძნობს. თუ ადამიანი ახალგაზრდობას კარგად გამოიყენებს, ამქვეყნადაც და საიქიოშიც ბედნიერებას ეზიარება, წინააღმდეგ შემთხვევაში გავლილი წლები მხოლოდ და მხოლოდ სინანულს მოჰგვრის. შუამავალი ბრძანებს: „სიბერის მოსვლამდე ახალგაზრდობის ფასი იცოდეთ!“. (იხ. ჰაქიმ, „მუსთერექ“ 4, 341). ასევე შუამავლის შეგონების მიხედვით, ახალგაზრდა, რომელიც ღვთის წინაშე ღირსეული მსახურებით გამოირჩევა, საიქიოში ღირსეულადვე დაჯილდოვდება. (იხ. ბუჰარი, „ეზან“ 2)

ძვირფასო ახალგაზრდებო!
თქვენ სიცოცხლის ყველაზე ძვირფას პერიოდს გადიხართ. თქვენ მთელი ერისა და კაცობრიობის იმედი ხართ. თქვენ იმ ასაკში ხართ, როცა ჰზ. იბრაჰიმი ერთი ღმერთის რწმენისათვის იბრძოდა. შენს ასაკში ჰზ. ისმაილმა ღვთის მიმართ უბადლო მინდობა და რწმენა გამოავლინა. ჰზ. იუსუფის ღირსება გავიხსენოთ. ასევე გავიხსენოთ გამოქვაბულის მეგობრების რწმენისადმი ერთგულება. თქვენ იმ ასაკში ხართ, როდესაც შუამავალი ჭეშმარიტების გამარჯვებისთვის იბრძოდა. ჰზ. ასიეს რწმენა, ჰზ. მარიამის ზნეობა, ჰზ. ჰატიჯას გამბედაობა და ჰზ. აიშეს ცოდნისადმი სიყვარული ხომ თქვენს ასაკში გაბრწყინდა.

ჩემო ახალგაზრდა მეგობარო!
შენ, შენი რწმენისგან მიღებული ძალით და სამშობლოს სიყვარულით უნდა მოქმედებდე. ამ ქვეყნის ნათელი მომავლისათვის სწორედ ახალგაზრდები იბრძოდნენ და ჯერი ახლა შენზეა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ახალგაზრდები ჩვენი მომავალი, ჩვენი იმედი არიან. ისინი ყველაზე დიდი შესაძლებლობა და სიმდიდრეა. თითოეული ახალგაზრდა ფასდაუდებელი განძია. მათ ყურადღება, თანადგომა და პერსპექტივა სჭირდებათ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ისინი კაცობრიობისათვის სასარგებლო პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ და დაიცვან როგორც სულიერი, ისე ეროვნული ღირებულებები.

ხუტბას ბოლოს კი წაგიკითხავთ აიათს, რომელიც „გამოქვაბულის მეგობრებს“ ეხება:

„ჩვენ მოგიყვებით შენ მათ ამბავს ჭეშმარიტებით. უეჭველად, ეგენი იყვნენ ჭაბუკები, რომლებმაც ირწმუნეს თავიანთი ღმერთი და გავუძლიერეთ წრმენა ჭეშმარიტებისა“. (ქრჰფ 18/13)

Comment here