სათაურებიუკანასკნელი ამბები

არის თუ არა ცოდვა ახალი წლის აღნიშნვა? მუსლიმები ახლა წელს აღნიშნავენ?

اَعُوذُبِااللهِ مِنَ الشَّطَانِ الرَّجِيم

بِسْمِ اللهِ الرَّحْمَنِ الرَّ حِيمِ

وَلَنْ تَرْضَى عَنْكَ الْيَهُودُ وَلَاالنَّصَا رَى حَتَّى تَتَّبِعَ مِلَّتَهُمْ ○ قُلْ اِنَّ هُدَى اللهِ هُوَالْهُدَى○ وَلَئِنِ اتَّبَعْتَ أَهْوَا ءَهُمْ بَعْدَالَّذِى جَا ءَكَ مِنَ الْعِلْمِ○ مَالَكَ مِنَ اللهِ مِنْ وَلِىٍّ وَلَا نَصِيرٍ٠

 

„და არ იქნებიან შენგან (ო, შუამავალო) კმაყოფილნი არც იუდეველნი და არც ქრისტიანნი, სანამ იმათ რწმენას არ გაჰყვები. უთხარი შენ (ო, მუჰამმედ): უეჭველად, ალლაჰის გზა ესაა გზა ჭეშმარიტი.  ხოლო თუ იმათ ვნებებს აჰყვები იმის შემდგომ, რაც ცოდნა მოგევლინა, მაშინ  ვერც მფარველს და ვერც  შემწეს ვერ ნახავ ალლაჰისგან“. (ბაყარა 120)

 

ყოველი მუსლიმის ცხოვრებაში, ღვთის წინაშე დაფასებული ადამიანებისა და მათი ცხოვრების სტილის მიმართ დამოკიდებულება და ინტერესი, მათთან სიახლოვისა და მათზე მიბაძვის სურვილი  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში, მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეების განვითარებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, თუ ვინ არის მისთვის სამაგალითო.

 

„ვინც რომელიმე ხალხზე დამსგავსებას მოიწადინებს, მათთაგანია“.

 

ამ ჰადისის მიხედვით შუამავალი იმ ადამიანებს აფრთხილებდა, რომლებიც ქრისტიანული და ებრაული ტრადიციების მიმართ ინტერესს იჩენდნენ და მათზე მიბაძვას ცდილობდნენ. ამით შუამავალი მიუთითებდა, რომ მიმბაძველობის ტრადიციად ქცევა იდენტობის დაკარგვას გამოიწვევდა.

 

ყოფიერების მსახვრელმა ხელმა ქრისტიანობა საგრძნობლად შეცვალა, ხოლო იუდაიზმი ებრაელი მოძღვრების ხელში სათამაშოდ იქცა. ამის მიუხედავად, ყოველგვარი პროპაგანდისტული მეთოდებით არის მცდელობა, რომ მთელი ყურადღება მათზე იყოს გადატანილი. თუ ამ უკანასკნელში წარმატებული იქნებიან, შემდეგ იდეას მოგვახვევენ თავს და ბოლოს ცხოვრების წესად დაგვიდგენენ.   

 

وَدُّوا لَوْ تَكْفُرُونَ كَمَا كَفَرُوا فَتَكُونُو نَ سَوَاءً

 

აღნიშნული საკითხი ყურანში შემდეგნაირადაა განმარტებული:

 

„მათ სურდათ, რომ თქვენ ურწმუნოები გამხდარიყავით, ისეთივე, როგორიც თავად არიან, რომ ერთნაირები ყოფილიყავით“. (ნისა 89)

 

 

 

მიმბაძველობა

 

შობა-ახალი წლის ტრადიციების მიმდევარი მუსლიმების ქცევები ზემოთ წარმოდგენილი აიათებისა და ჰადისების მიხედვით უნდა შეფასდეს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი მიმბაძველობა უკიდურესად სერიოზული და სახიფათო ტენდენციაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მუსლიმებისთვის რაოდენაც სასარგებლოა ბაირამი და სხვა რელიგიურად მნიშვნელოვანი დღეები და მათი წესისამებრ გამოყენება, იმდენადვე სახიფათო და ცოდვილობის გამომწვევია სხვა რელიგიებისთვის დამახასიათებელი ტრადიციების გათავისება და აღნიშვნა.

 

მორწმუნე ადამიანმა ახალი წლის ღამეს ღმერთის წინაშე ვედრება უნდა აღავლინოს და მიტევება ითხოვოს, რადგან ამ ღამეს ღვთის წინაშე ურჩობის უამრავი ფაქტი ფიქსირდება და ამასთანავე არცერთი ფორმით არ უნდა ჩაერთოს საახალწლო გართობაში.

 

ახალი წლის ღამეს სირცხვილის ფარდა იწევა და მრავალი ისეთი ქცევა ვლინდება, რომლებიც ადამიანურ გრძნობებთან შეუსაბამოა.

 

ახალი წელი არაფერია, გარდა იმისა, რომ კედელზე ჩამოკიდებულ ან მაგიდაზე დადებულ კალენდარს ვცვლით. მუსლიმებისთვის სხვა რაიმე სახის მნიშვნელობა ამ თარიღს არ გააჩნია.

 

კარგი. რა უნდა გავაკეთოთ მორწმუნეებმა?

 

ჩვენ ღმერთს უნდა შევევედროთ, რომ ქვეყანას უბედურება არ მოუვლინოს იმ ადამიანების გამო, რომლებიც ასეთ დროს გზას სცდებიან და ცოდვას სჩადიან.

 

ყურანში ნაბრძანებია:

 

ذَرْهُمْ يَاْكُلُوا وَ يَتَمَتَّعُوا وَ يُلْهِهِمُ الْاَمَلُ فَسَوْفَ يَعْلَمُونَ

 

„თავი ანებე მაგათ. მიირთვან და დასტკბენ და შეექცნენ იმედს. სულ მალე   შეიტყობენ!“ (ჰიჯრ 3)

 

მუსლიმმა ვინ უნდა აიღოს სამაგალითოდ?

განა არ კმარა სამაგალითოდ ებუ ბექირი, რომელმაც მთელი თავისი ქონება ოთხგზის ღვთის გზაზე დახარჯა?! როდესაც მას კითხეს, თუ რა დატოვა, მან უპასუხა: – „ღვთისა და შუამავლის სიყვარული“.

 

ან კიდევ ხალიფა ომარი. როცა ის ხალიფა იყო, ყოველ საათში საკუთარ თავს ახსენებდა, რომ სიკვდილის შვილი იყო. ის ხელფასს საკუთარი ჯიბიდან გასცემდა. ერთხელაც სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას მეგობარი ესტუმრა, პირადი საუბრის დროს ხალიფამ სახელმწიფო ფულით ნაყიდი სანთელი ჩააქრო, ჯიბიდან საკუთარი სანთელი ამოიღო და მოუკიდა.

 

ჰზ. ოსმანი. ის იმდენად მოკრძალებული იყო, რომ თვით ანგელოზებიც კი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მან ისლამის სამსახურში უდიდესი მატერიალური წვლილი გასწია.

 

ჰზ. ალი.  საღვთო ომის დროს ერთ-ერთი ურწმუნო ძირს დასცა და ისლამის მიღებისკენ მოუწოდა. წაქცეულმა იუარა. ჰზ. ალიმ სამჯერ გაუმეორა მოწოდება, მაგრამ ურწმუნო ისლამის მიღებაზე უარს ამბობდა. ალიმ მახვილი აღმართა და უნდა მოეკლა, მაგრამ ამ დროს მოწინააღმდეგემ სახეში შეაფურთხა. ჰზ. ალი შეჩერდა, დაფიქრდა და ტყვე გაუშვა. როდესაც ის დაინტერესდა თუ რატომ მოიქცა ასე, ჰზ. ალიმ უპასუხა. თავიდან სარწმუნოების გამო ვმოქმედებდი, ახლა რომ მოგკლა სიბრაზის გამო იქნებაო. ამით გაოცებულმა ურწმუნომ აღიარა, რომ ისლამი საოცარი რელიგია იყო და ისლამი მიიღო.

 

ასობით კილოგრამი ქვების ქვეშ აწამებდნენ ბილალი ჰაბეშს, ის კი ამ დროს შაჰადას წარმოთქვამდა. ან კიდევ სუმეიე. ის ფეხებით ორ აქლემზე მიაბეს და აქლემები საპირისპირო მხარეს გასწიეს. ასეთი წამების დროსაც შაჰადას წარმოთქვამდა.

 

სწორედ ესენი და მსგავსი ადამიანები უნდა იყვნენ ჩვენთვის საუკეთესო მაგალითები.

 

დღეს გავრცელებული ტრადიცია, რომელიც ახალი წლის აღნიშვნას შეეხება ჩვენს რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებთან კავშირში არ არის. ამ ტიპის წვეულებებზე, როგორც წესი ალკოჰოლურ სასმელებს სვამენ, რაც გონებისა და ჯანმრთელობსთვის საშიშია. ასევე შეუსაბამოა ის გაწეული უზარმაზარი ხარჯები, რომლებიც ჩვენს ოჯახებს მძიმედ აწვება. ამგვარი გართობა და ღრეობა არანაირად არ შეესაბამება ჩვენს რელიგიურ და სულიერ ღირებულებებს. ამიტომ აუცილებელია მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ ჩვენზე გადმოცემულ სულიერი მემკვიდრების მიმართ და ყოველმხრივ ვეცადოთ არ დავაკნინოთ მათი როლი. ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის მომავალი თაობებისთვის გადაცემა. აუცილებლად უნდა მოვერიდოთ უცხო ტრადიციების ბრმად მიბაძვას და მითუმეტეს ისეთი ტრადიციებისა, რომლებიც ჩვენი ღირებულებების წინააღმდეგია. ამიტომ ყოველ ახალ წელს ღმერთის და შუამავლის მიერ დაგმობილი საქციელი კი არ ჩავიდინოთ, არამედ გასული წელი გავიხსენოთ და ყველა იმ შეცდომაზე დავფიქრდეთ, რაც ჩაგვიდენია. მომავალი წლისთვის კი ყველაფერი კარგი და სასარგებლო დავგეგმოთ.  

Comment here