სათაურებიხუტბა

აიასოფია: გათავისუფლების ნიშანი, გათავისუფლების დანატოვარი ძვირფასო მუსლიმებო!

დღეს აიასოფიას გუმბათებში ისევ გავიგონებთ ღვთის სადიდებელსა და სალავათს. მინარეთებიდან ისევ მოვისმენთ ეზანს. დღეს ამ დიადი სალოცავის დუმილი დასრულდება. დღეიდან აიასოფიას მეჩეთი ისევ მლოცველთა გულისთქმას ეზიარება.

დიდება ღმერთს, რათა ამ ისტორიულ დღეს აქ შეკრების წყალობა მოგვანიჭა.

„კონსტანტინოპოლი აუცილებლად გათავისუფლდება. რა კარგია მისი განმათავისუფლებელი სარდალი და რა კარგები არიან მისი ჯარისკაცები“ (იხ. აჰმედ ბინ ჰანბელი, „მუსნედ“ 4, 335)  დალოცვას ვუძღვნით ძვირფას შუამავალს, რომელმაც ეს დიდი გათავისუფლება იწინასწარმეტყველა.

ღრმად პატივისცემით მივესალმებით ამ სასიხარულო წინასწარმეტყველების სიყვარულით განმსჭვალულ სტამბოლის სულიერ არქიტექტორს ებუ ეუბ ელ-ენსარის და მის მხლებელთ. ისინი და მათი გზით მავალნი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც ანატოლია სამშობლოდ გაგვიხადა, დაიცვა და დაგვიტოვა.

ასევე ღრმად პატივისცემით ვიხსენებთ ფათიჰ სუნთან მეჰმედს, რომელმაც ჯერ კიდევ ახალგაზრდობის ასაკში ეპოქის საოცრება მოახერხა, გემები ხმელეთით გადაიყვანა და ესოდენ ძვირფასი ქალაქი აიღო, შემდეგ კი ქალაქი ისე დაიცვა, რომ ერთ ქვასაც ზიანი არ მიყენებია. ასევე პატივისცემით ვიხსენებთ ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში დაღუპულ მხედრებს.

აიასოფია საუკუნოვანი განძია. აიასოფია დიდი გათავისუფლების სიმბოლო და ძვირფასი მემკვიდრეობაა. მივესალმებით ყველა ინიციატორ კომპეტენტურ პიროვნებას, რომლებმაც ამ ძვირფასი ამანათის მუსლიმ ჯამაათთან ხელახალი დაკავშირების გადაწყვეტილება მიიღო.

ძვირფასო მორწმუნენო!

აიასოფია ღვთისმსახურების აღსავლენად ხელახლა გაიხსნა და ეს იმ ხუთასწლიანი წარსულის შედეგად გამოვლენილი ძირითადი ფუნქციის დაბრუნებაა.

აიასოფიას გახსნა, უპირველეს ყოვლისა, მესჯიდი აყსადან დაწებული, დედამიწაზე არსებული  ყველა სალოცავის მართლმორწმუნეებზე გადაცემის თვალსაზრისით მნიშნელოვანი იმედია.

აიასოფიას ღვთისმსახურებისთვის გახსნა ერთი ღმერთის განდიდებისა და ჩვენი ცივილიზაციის აღმავლობის ნიშანია.

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენი ცივილიზაცის არსის ცენტრში სალოცავი, მეჩეთი დგას. ჩვენი სალოცავები ჩვენი ერთიანობის, განვითარებისა და სიცოცხლისუნარიანობის წყაროა. სალოცავების მშენებლობა დიდად დაფასებულია ღვთის წინაშე. ამას ყურანი ადასტურებს:

მხოლოდ ის ააგებს ალლაჰის სამლოცველოებს, ვინც ირწმუნა ალლაჰი, დღე უკანასკნელი და აღავლინა ლოცვა, გაიღო ზექათი და არ აქვს შიში, გარდა ალლაჰისა. ეგების ჭეშმარიტ გზაზე მავალნი იყვნენ ეგენი! (თევბე, 9/18)

სამლოცველოს აგებასა და მის შენარჩუნებაში წვლილის შეტანა დიდი მადლია. ამის შესახებ შუამავალი ბრძანებს:

„ვინც ღვთის გულისათვის სალოცავს ააგებს, ღმერთიც მისთვის სამოთხეში შესაბამის კოშკს ააგებს“. (იხ. მუსლიმ, „ზუჰდ“ 44).

ძვირფასო მორწმუნენო!

ახლა ჩვენი მოვალეობაა, ძმობითა და ერთიანობით, არსებული სალოცავები შევინარჩუნოთ, რათა ყოველთვის აღვავლინოთ ღვთის სადიდებელი. ჩვენი სალოცავები ჩვენი ცხოვრების ცენტრად უნდა ვაქციოთ. დიდი თუ პატარა, ყველანი სალოცავით უნდა ვცხოვრობდეთ. აიასოფია დიდად მნიშვნელოვანი სალოცავია, ამიტომ მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით უფრო მეტი რწმენა, ერთგულება, გულწრფელობა და გულისხმიერება გვმართებს.       

Comment here