Genel

იერუსალიმი ისლამის სამშობლოა

ძვირფასო მუსლიმებო!

ერთ დღეს დიდად პატივცემულმა დედა მეიმუნემ შუამავალს იერუსალიმის შესახებ ჰკითხა. შუამავალმა ასე უპასუხა: „ის განკითხვის ადგილია. ის არის ადგილი, სადაც მეორედ მოსვლა განხორციელდება. წადით იქ და ნამაზი აღასრულეთ. იქ ნალოცი ნამაზი სხვაგან ნალოც ათას ნამაზს უდრის“. (იბნ მაჯე, „იქამე“ 196; ებუ დავუდ, „სალათ“ 14). – თუ იქ წასვლას ვერ შევძლებთ? – ჰკითხა ისევ მან. „ ზეთისხილის ზეთს გაგზავნი. ასე ვინც გააკეთებს, იქ ჩასვლის ტოფასი იქნება“- უპასუხა შუამავალმა.

ძვირფასო მორწმუნენო!

იერუსალიმი არის კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ღირებულება. ის არის რწმენის, ღვთიური გზავნილის მიხედვით დადგენილი მიმართულებისა და შემწყნარებლობის სიმბოლო. ეს არის ისლამური ქალაქი, სადაც მრავალ შუამავალს უმოღვაწია. პირველი ყიბლე მესჯიდი აყსა იქ დგას. ამ ხუტბას დასაწყისში წაგიკითხეთ ჰადისი, რომელის მიხედვითაც შუამავალი ბრძანებს: „დედამიწაზე ღვთისმსახურების მიზნით მხოლოდ სამი მეჩეთის მოსალოცად შეიძლება გაემგზავროთ: მესჯიდი ჰარამი, მესჯიდი ნებევი და მესჯიდი აყსა“. (იხ. ბუჰარი, „ფედლუს სალათ“ 1).

 

 ძვირფასო მუსლიმებო!

  იერუსალიმი არის „დარუს-სელამ“ ანუ მშვიდობის ქალაქი. როდესაც იერუსალიმი მუსლიმთა მმართველობის ქვეშ იყო, საუკუნეების განმავლობაში ის თავისუფლებისა და სამართლიანობის სიმბოლოდ იქცა. არა მხოლოდ მუსლიმები, არამედ ყველა აღმსარებლობის ადამიანები თავისუფლად ასრულებდნენ ღვთისმსახურებას. ეს იყო ადგილი, სადაც განსხვავებული რელიგიის და ეროვნების ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ.

სამწუხაროდ იერუსალიმის ოკუპაცია მოხდა და მას შემდეგ იქ სიმშვიდე აღარ არის. იერუსალიმი დამწუხრებულია. მესჯიდი აყსაც დამწუხრებულია, რადგან ის იქცა დაპირისპირების ადგილად. იერუსალიმის ხელყოფა მუსლიმთა ერთიანობის დარღვევას ისახავდა მიზნად. მუსლიმებს უფლება არ ეძლევათ აღავლინონ ღვთისმსახურება. ყურანში არის მკაცრი გაფრთხილება მათ შესახებ, ვინც ღვთის სახლის წინააღმდეგ მიდის, მორწმუნეებს ლოცვას უშლის:

„და ვინაა იმაზე დესპოტი, ვინც აუკრძალა ალაჰის სალოცავებში მისი სახელი იხსენებოდეს და მოიწადინა მათი (სალოცავების)  განადგურება? სწორედ ასეთებს მართებთ იქ შიშით შესვლა. მათთვისაა დამცირება სააქაოს და მძიმე სასჯელი საიქიოს! (ბაყარა 2/114)

  

ძვირფასო მორწმუნენო!

პალესტინისა და იერუსალიმის დაკავება არა მხოლოდ ამ კონკრეტული ტერიტორიის ოკუპაციაა, არამედ ეს მთელი მსოფლის ქაოსისკენ წაყვანას ნიშნავს. იერუსალიმში არეულობის შეტანა, არეულობის გამოწვევის მცდელობა და ომის წარმოება სინდისის და კაცთმოყვარეობის წინააღმდეგ გადადგმული საგანგაშო ნაბიჯია. ამ უძველესი ქალაქიდან მუსლიმების გაძევების მცდელობა კი მთელი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია.

ჩაგრულთა ხმა ცას სწვდება. ამ რთული სიტუაციისგან გამოსავალი კი მუსლიმთა ერთიანობა და ამ გაუგონარი ძალადობის წინააღმდეგ ხმის ამოღებაა. მუსლიმებმა რომ თავიანთი რწმენა და  შესაძლებლობები გააერთიანონ, დედამიწაზე ყველაზე სამართლიან და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდებიან. ისინი ყველა იმ ადამიანის იმედი იქნებიან, რომლებიც ქვეყანაზე სამართლიანობას და უსაფრთხოებას დაეძებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იერუსალიმი ყოველი მუსლიმისთვის ღირსების საკითხია.

 

ძვირფასო მუსლიმებო!

იერუსალიმი ისლამის სამშობლოა. ის მუსლიმებს ეკუთვნით. მუსლიმებს იერუსალიმი უყვართ. მათ იციან, რომ მესჯიდი აყსა მათთვის ძალიან ძვირფასია. ჩვენი ადგილი პალესტინელი თანამორწმუნე ძმების გვერდითაა, რომლებიც მესჯიდი აყსას მცველები არიან.

    

Comment here